შოტლანდიას საუთვილი დააკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქეს, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასზე გამოცდილი ფულბეკი, 31 წლის ჰუგო საუთვილი დააკლდება.

"ნარშავების" ერთ-ერთმა წამყვანმა მორაგბემ, რომელმაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე ხუთ მატჩში ითამაშა, ტრავმა მაისში მიიღო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მან ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო და ახალ ზელანდიაში არ ითამაშებს.

"ძალიან ვწუხვარ ჰუგო საუთვილის გამო. ასეთი გამოცდილი მორაგბეს არყოფნა გუნდის შემადგენლობაში, ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ჰუგომ ძალღონე არ დაიშურა, ბევრი იშრომა, მაგრამ ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. მას გუნდთან ერთად, ფაქტობრივად, არ უვარჯიშია და გადავწყვიტეთ ახალ ზელანდიაში სავარაუდოდ წამსვლელთა
სიაში აღარ შეგვეყვანა" - თქვა შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა ენდი რობინსონმა.

"სკოტების" საწვრთნელ ბანაკში ახლა 38 მორაგბეა. მსოფლიო თასზე წამსვლელთა 30-კაციან სიას რობინსონი 22 აგვისტოს გააცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული