პატარა ქალაქი ეკეტაჰუნა "ბორჯღალოსნებს" უქომაგებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე სპორტულ ბაზაზე განაგრძობს.

3 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" მზადების პირველ ეტაპს, ფიზიკური კონდიციების დახვეწას დაასრულებენ, რის შემდეგაც ტაქტიკური მონახაზების დახვეწაზე ივარჯიშებენ. 13 და 20 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს.

ამასობაში კი კვლავ დიდი სამზადისია ახალ ზელანდიაში. როგორც უკვე ვწერდით, ქალაქი მასტერტონის მცხოვრებლები, სადაც საქართველოს ნაკრები ერთ კვირას დაჰყოფს, ჩვენი გუნდის ქომაგები იქნებიან და "ბორჯღალოსნების" დასახვედრად ემზადებიან.

მასტერტონელებს მხარი აუბეს ახლოს მდებარე დასახელებული პუნქტების მცხოვრებლებმაც. მასტერტონიდან ნახევარი საათის
სავალზე მდებარეობს პატარა ქალაქი ეკეტაჰუნა, რომელიც ბუმბერაზი კივების სამშობლოდ ითვლება და "კივების ქვეყანად" მოიხსენიებენ. ამ ქალაქის მკვიდრებმა გადაწყვეიტეს, საქართველოს ნაკრებს დაუჭირონ მხარი და მხურვალე ქომაგობას გვპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული