მაშ ასე, "პომებს" დააკლდებიან და მსოფლიოს თასზე ვერ ითამაშებენ, ჯორჯ ჩატერი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი, დევიდ სტრიტლი, ტომას ვალდრომი და ჯო ვორსლი.
ამათში ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი ჯო ვორსლია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 78 კეპი მოიხვეჭა. მან პირველად "პომების" კვართი 1999 წელს მოირგო და 2003 წლის ოქროს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. ვორსლისთვის ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება მეოთხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ...
რაც შეეხება ჯო ვორსლის, ის შარშან მიღებული მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ დაგვიბრუნდა, მაგრამ გუნდში ინტეგრირება ვარაფრით მოახერხა. გული ძალიან მწყდება, მაგრამ ამ მოთამაშეებს შინ დარჩენა მოუწევთ" - თქვა ინგლისის ნაკრების თავკაცმა. ინგლსის ნაკრების ბანაკში ახლა 40 მორაგბეღა დარჩა, რომლებიც 13 აგვისტოს უელსის ნაკრებთან გასამართი ტესტისთვის მეომზადება.
მანამდე კი ინგლისელებმა თავიანთი ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყვეს. ქომაგებისა და ჟურნალისტების წინაშე ბენ ფოდენი და კრის ეშტონი წარდგნენ. ერთი ტრადიციულ, თეთრ ფორმაში იყო გამოწყობილი, მეორეს კი, ინგლისელთათვის უცნაური, შავი ფერის კვართი მოერგო, რომელმაც მსოფლიოს რაგბის სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ შავი კვართებით ინგლისის ნაკრები ჯერ უელსელების წინააღმდეგ ითამაშებს 13 აგვისტოს, მეორედ კი "პომები" 10 სექტემბერს არგენტინის ეროვნულ გუნდთან "გაშავდებიან".
ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, დენ კოლი, ალექს კორბისერო, ტომ კროფტი, ლუის დეკონი, პაულ დორან ჯოუნზი, ნიკ ისტერი, ჰენრი ფური, დილან ჰარტლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლი მირსი, ლუის მუდი, ტომ პელმერი, ტიმ რაიანი, კრის რობშოუ, საიმონ შოუ, ანდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, სტივ თომსონი, დევიდ ვილსონი, ტომ ვუდი.
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკუ ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, ჩარლი შარპი, ჯო სიმპსონი, მაიკ თინდოლი, მანუ ტულიგაი, რიჩარდ ვიგლსვორსი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"