ენდი რობინსონი ექსპერიმენტებს იწყებს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ნაკრების მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის. "ნარშავები" მომავალ შაბათს, ტესტ მატჩში "მერიფილდზე" ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"სკოტების" ინგლისელმა თავკაცმა ენდი რობინსონმა ექსპერიმენტს მიმართა და უკანა ხაზში სრულიად ახალი შემადგენლობა დააყენა. პირველად ითამაშებს გუნდის ძირითად შემადგენლობაში შერკინების მესამეხაზელი როს რენი.

თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ მწყობრში დაბრუნდა შუამარბი გრემ მორისონი, ტრავმა მოიშუშა და სრულიად ჯანმრთელია შონ ლამონტი. საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება შერკინების მესამე ხაზიც, სადაც რენის პარტნიორობას ჯონი ბითი და ალასდაირ სტროკოში გაუწევენ.

რობინსონმა
თავის გადაწყვეტილება, ასეთი სახე მიეცა ნაკრებისთვის, გუნდში კონკურენციის ზრდას მიაწერა.

"დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენციას გუნდსთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ თავისი ბედის პატრონი თვითონვე არიან. მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა ახალ ზელანდიაში წამსვლელთა 30-კაციან სიაში" - თქვა ენდი რობინსონმა.

ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გუნდს ცხრა ნომერი რორი ლაუსონი უკაპიტნებს, შერკინების კვაჭი როს ფორდი კი ვიცე-კაპიტანი იქნება.

რობინსონმა სათადრიგოთა შორის ორი ახალგაზრდა მოთამაშე, 21 წლისანი, დევიდ დენტონი და ჯეკ კატბერტი შეიყვანა.

შოტლანდიის ნაკრები
15. კრის პატერსონი, 14. ნიკი ვოლკერი, 13. ჯო ანსბრო, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. რორი ლაუსონი. 8. ჯონი ბითი, 7. როს რენი, 6. ალასდაირ სტროკოში, 5. რიჩი გრეი, 4. ჯიმი ჰემილთონი, 3.ჯოფ გროსი, 2. როს ფორდი, 1. ალან იაკობსენი.
16. დაგ ჰალი, 17. ალასდაირ დიკინსონი, 18. ალისტერ კელოკი, 19. დევიდ დენტონი, 20. გრეგ ლაიდლოუ, 21. ნიკ დე ლუკა, 22. ჯეკ კატბერტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული