ხვალიდან საქართველოს ნაკრები კლერმონთან ახლოს, ქალაქ ისუარში გადაბარგდება, სადაც მზადების მეორე ეტაპი დაიწყება. აქვე "ბორჯღალოსნები" ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ, 13 აგვისტოს საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკს" ეთამაშებიან, 19 აგვისტოს კი - ამავე დივიზიონის "ბურგუენს".
როგორც უკვე ცნობილია, ჩვენი გუნდი ახალ ზელანდიაში 5 სექტემბერს საღამოს ჩავა. პირველი პუნქტი, სადაც საქართველოს ეროვნული
წვრთნისა და დასვენებისთვის ყველა პირობა შეიქმნება ახალი ზელანდიის "პატარა საქართველოში", მასტერტონში, აქაურები დიდი ხანია გულმოდგინეთ ემზადებიან ქართველების დასახვედრად.
საქართველოს ნაკრები მასტერტონში "მემორიალ პარკის" სტადიონზე ივარჯიშებს. 23 და 24 სექტემბერს ჩვენი გუნდი ღია ვარჯიშებს გამართავს, რომელზეც დასწრების უფლება ყველა მსურველს ექნება.
მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"