დაუპირისპირდება.
ამ მატჩში "პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა ექსპერიმენტს მიმართა. ინგლისის ნაკრების კვართს პირველად მოირგებს წარმოშობით სამოელი შუამარბი, 20 წლის მანუ ტულიაგი. მისი მეწყვილე უკანა ხაზში რიკი ფლატი იქნება.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ინგლისის ნაკრების კვართს მოვირგებ. გუნდში დიდი კონკურენციაა და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებში ადგილის დამკვიდრების შანის ხელიდან არ გავუშვა.
მხადების პროცესში, მუყაითად ვიმუშავეთ. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი უელსთან მატჩში გამოვიყენოთ" - თქვა "პომების"
ნაკრებს დაუბრუნდა კაპიტანი ლუის მუდი, ფულბეკის პოზიციას კი დელონ არმითიჯი დაიკავებს. 86-ე კეპს მოიხვეჭს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი ჯონი ვილკინსონი.
ინგლისი: 15. დელონ არმითიჯი, 14. მეთ ბანაჰანი, 13. მანუ ტუილაგი, 12. რიკი ფლატი, 11. მარკ კუეტო, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. დენი კარი. 1. ალექს კორბისიერო, 2. დილან ჰართლი, 3. მეთ სტივენსი, 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ჯეიმზ ჰესკელი.
16. ლი მეარსი, 17. დევიდ ვილსონი, 18. მოურის ბოთა, 19. ტომ ვუდი, 21. რიჩარდ ვიგელსფორსი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. ჩარლი შარპლსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"