გორგოძე კოლოსი

AutoSharing Option
ფრანგულმა ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" მსოფლიოს თასის მონაწილე გუნდების წამყვანი მოთამაშეების პრეზენტაცია დაიწყო. 8 აგვისტოს ნომრის მთავარი თემა "ბორჯღალოსნების" ლიდერი, შერკინების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე იყო. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

განვლილი სეზონი "მონპელიეს" მესამეხაზელისთვის წარმატებული იყო. მამუკა გორგოძეს საშუალება აქვს არანაკლები წარმატებით დაიცვას საქართველოს ღირსება მომავალ მსოფლიოს თასზე.

"ის ძლიერი, ძალიან ღონიერი მოთამაშეა. ეს დიდი ოსტატისთვის დამახასიათებელი თვისებებია და არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გაუწიო", - თქვა ერთხელ მამუკა გოროგძეზე საფრანგეთის ნაკრების რვა ნომერმა იმანოლ არინორდკმა.

არანაკლები ეპითეტები მიუძღვნა მას პარიზული
"მეტრო რასინგის" მესამეხაზელმა ჟულიენ ბონერმა.

"მისი ფიზიკური მონაცემები შთამბეჭდავია. ის სულ უფრო სახიფათო ხდება. საინტერესო სანახავია, როცა გუნდს უჭირს, ბურთს მას აძლევენ და უკან მიჰყვებიან. მის შესაჩერებლად უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. ოდნავი უყურადღებობა და თქვენთვის კარგი არაფერი მოხდება", - თქვა მან.

მამუკას ყველაზე დიდ ნაკლად, მისი ქრონიკული უდისციპლინობა, ჩხუბისთავობა მიიჩნეოდა. თუმცა ბოლო ხანს შეძლო ემოციების კონტროლი, რამაც ის თავის გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო, ხოლო მეტოქსითვის მეტად სახიფათო გახადა.

მისი ჭკუა და ბრძოლისუნარიანობა დიდად წაადგება საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას. მამუკას შეუძლია ამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახდეს. საქართველოს ნაკრებს კი შანსი აქვს ახალი ზელანდიიდან შინ დიდი გუნდის სახელით დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული