ოთხი ლელო ოთხი გარდასახვით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. "ბორჯღალოსნები" ამჟამად საფრანგეთში, კლერმონთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ისუარში იმყოფებიან და წვრთნასთან ერთად საერთაშორისო ტურნირში, "ჩელენჯ ისუარი" ასპარეზოებს.

ჩვენმა მორაგბეებმა პირველი შეხვედრა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკთან" გამართეს და საკმაოდ დაძაბულ, მძიმე ბრძოლაში 28:24 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა 22-კაციან განაცხადში ძირითადი შემადგენლობის ექვსი მოთამაშე არ შეიყვანა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს. "ბორჯღალოსნებს" შერკინებაში იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რომ ორიაკელებს ოთხიდან ორი
საჯარიმო ლელო აჰკიდეს, ერთიც მოლით შეიტანეს. მეოთხე ლელო კი გარემარბმა ირაკლი ჩხიკვაძემ მიითვალა.

ოთხიდან სამი გარდასახვა ფულბეკმა მალხაზ ურჯუკაშვილმა წარმატებით შეასრულა, ერთიც შეცვლაზე შესული მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ "ორიაკმა" ჩვენს გუდნს ასევე ოთხი ლელო გაუტანა, თუმცა ორი ვერ გარადასახა და ამიტომაც დამარცხა.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ: დავით ხინჩაგიშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს, ილია ზედგინიძეს, დიმიტრი ბასილაიას, მამუკა გორგოძეს, შალვა სუთიაშვილს, ირაკლი აბუესრიძეს, ლაშა მალაღურაძეს, თედო ზიბზიბაძეს და ირაკლი მაჩხანელს.

"ბორჯღალოსნები" მზადებას იქვე, ისუარში განაგრძობენ და მომდევნო შეხვედრას 19 აგვისტოს, ასევე მეორედივიზიონელ "ბურგუენთან" გამართავენ. ამის მერე კი ისევ კანში დაბრუნდებიან და ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე იქ ივარჯიშებენ.

საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი ჩხიკავაძე, 13. ალექსანდრე თოდუა, 12. რეზო გიგაური, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

16. გოდერძი შველიძე, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი.

მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია
18 სექტემებრი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საიტის ადმინისტრაციას
ცხოველას და ვიტოს ტრამვები მიუღიათო...
იქნებ შეძლოთ ნაკრების ბანაკთან დაკავშირება და იმის გარკვევა რამდენადა სერიოზულია მათი ტრამვები...
რაგბის გულშემატკივრისთვის ძაან საინტერესოა მსგავსი ინფორმაციები...
omar korgazakhia
15:16 16-08-2011
0

სიახლეები პოპულარული