დენი კერი მსოფლიოს გამოეთხოვა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის ბანაკში ცუდი ამბავია. "პომების" ცხრა ნომერმა დენი კერმა, რომელმაც უელსის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, სერიოზული ტრავმა მიიღო.

კერიმ გასულ უქმეებზე ფეხის თითი მოიტეხა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საოპერაციო აღმოჩნდა. ექიმებმა დაადგნეს, რომ მას გამოსაჯანმრთელებლად ექვსი კვირა დასჭირდება. შესაბამისად ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა ის ნაკრების სიიდან ამოიღო.
"ჩვენ ყველანი ძალაინ განვიცდით დენის ამბავს. მან დიდი ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო.

უელსის
ნაკრებთან ორივე შეხვედრაში მან საკმაოდ ხარისხიანი რაგბი ითამაშა და მიზნამდე, ნაკრების 30-კაციან შემადგენლობაში მოხვედრილიყო, ერთ ნაბიჯიღა აშორებდა. სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო ის მსოფლიოს თასზე ვერ ითამაშებს. ეს ძალაინ სამწუხაროა, თუმცა დენის სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ვფიქრობ, ასეთი ცუდი ამბის მიუხედავად, ცხრა ნომრის პოზიციაზე პრობლემები არ შეგვემნება. მალე ვარჯიშს განაახლებს ბენ იანგზი. მის გარდა ამ პოზოციაზე თამაშის პრეტენზიას აცხადებენ ჯო სიმპსონი და რიჩარდ ვაიგლსვორსი. ამ სამეულიდან სამსოფლიოთასოდ ორს შევარჩევთ" - თქვა "პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა.

ინგლისი. (სავარაუდო ოცდაათეული)
შერკინება: ენდრიუ შერიდანი, დენ კოლი, მეთ სტივენსი, ელქს კორბიშერო, დევიდ ვილსონი, დილან ჰარტლი, სტივ თომსონი, ლი მეარსი, კორტნი ლოუ, ტომ პელმერი, ლუის დიკონი, საიმონ შოუ, ლუის მუდი, ტომ კროფტი, ნიკ ისთერი, ჯეიმზ ჰესკელი, ტომ ვუდი, მორის ბოთა, პოლ დურან-ჯოუნზი, ჰენრი ფური, ტიმ პაინი, კრის რობშო.

უკანა ხაზი: ბენ იანგზი, დენ კერი, ჯონი ვილკინსონი, ტობი ფლუდი, შოთაი ჰეპი, მაიკ თინდოლი, მანუ ტუილაგი, მეთ ბანაჰანი, რიკი ფლატი, კრის ეშტონი, ბენ ფოდენი, მარკ კუეტო, დელონ არმითიჯი,ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, კრის შეპლისი, ჯო სიმსპონი, რიჩარდ ვაიგელსვორსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული