"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასამდე ბოლო მატჩი მოიგეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის საფრანგეთში ემზადება ბოლო საწვრთნელი მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" კლერმონთან ახლოს მდებარე ქალაქ ისუარში, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირნირის მეორე შეხვედრაში მეორედივიზიონელ "ბურგუენს" დაუპირისპირდნენ და 28:15 მოიგეს.

ისევე როგორც პირველ შეხვედრაში "ორიაკთან", ჩვენმა მორაგბეებმა ამჯერადაც ოთხი ლელო მიითვალეს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად თავი უკანახაზელებმაც გამოიჩინეს.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მატჩის დასაწყისშივე, მე-4 წუთზე გახსნა. ლელო მამუკა გორგოძის ანგარიშზეა, გარდასხვა მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა - 7:0. მე-18 წუთზე მამუკას არბიტრმა მოედანი ათი წუთით დაატოვებინა.

საპასუხო ლელო ბურგუენელებმა 33-ე წუთზე
გაგვიტანეს, მანამდე კი ერთი საჯარიმოც მიითვალეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 8:7. ტაიმის დასრულებას აღარფერი აკლდა, როცა "ბორჯღალოსანთა" შესანიშნავი შეტევა შუამარბმა დავით კაჭარავამ ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილმა ისევ გარდასახა - 15:8, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. მე-60 წუთზე არბიტრმა ჩვენ სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა, რომელიც ისევ "მეკომ" გარდასახა. ექვს წუთში კი თავი გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა გამოიჩინა. კვირიკაშვილი გარდასახვისას ისევ ზუსტი იყო - 28:8.

ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრას აღარ დათმობდა, თუმცა ფრანგებმა მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ერთი ლელო მაინც გაგვიტანეს 15:28.

"ბორჯღალოსნები" ახლა ისევ კანში დაბრუნდებიან. ერთი კვირა დაისვენებენ და მერე ისევ მზადებას შეუდგებიან. რიჩი დიქსონი კი ახალ ზელანდიაში წამსვლელთა საბოლოო სიას ორშაბათამდე დაასახელებს.

საართველო-ბურგუენი 28:15
საქართველო: 15. გიგაური, 14. მაჩხანელი, 13. კაჭარავა, 12. ზიბზიბაძე, 11. თოდუა, 10. კვირკიაშვილი, 9. აბუსერიძე. 1. ხინჩაგიშვილი, 2. ბრეგვაძე, 3. ქუბრიაშვილი, 4. ზედგინიძე, 5. ვ.მაისურაძე, 6. სუთიაშვილი, 7. გორგოძე, 8. ბასილაია.
16. შველიძე, 17. კაკოვინი, 18. დათუნაშვილი, 19. ბერიშვილი, 20. სამხარაძე, 21. ხმალაძე, გუგავა.
ბურგუენი: 15. ენტონი ფორესტი, 14. ფაბიენ პერინი, 13. რანდალ კამეა, 12. ჰენრი ვენატაუ, 11. მაიოლ მიონოტი, 10. რომენ სოლა, 9. ჯოშ ჰოლმსი. 1. კრისტიან სპაშუკი, 2. ჯორდან მერლე, 3. ბენჟამინ სორე, 4. კამილ ლევასტი, 5. ალბინ ლუშარდი, 6. ჯერემი გუილო, 7. ვესელ ჯუსტი, 8. კრისტოფ ანდრე.
16. ფრანკ მონტელა, 17. ერვინ იაპტეფი, 18. პიერ საბი, 19. ლეანდრო კოტი, 20. ჯონ კემპი, 21. რის ოკლი, 22. ფაბიო და სილვა.

განაცხადში არ იყვნენ:
აქვსენტი გიორგაძე, დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ზვიად მაისურაძე, გიორგი ჩხაიძე, გორგი ნემსაძე, გიორგი ბეგაძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, ლაშა მალაღურაძე, ირაკლი ჩხიკვაძე.

მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული