ბორჯღალოსნების ფრანგული სურნელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებას საფრანგეთის ქალაქ კანთან ახლოს ორშაბათიდან განაახლებს. "ბორჯღალოსნების" შოტლანდიელმა თავკაცმა რიჩი დიქსონმა სამსოფლიოთასო შემადგენლობა 21 აგვისტოს დაასახელა. 30-კაციან სიაში შვიდი საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლები არიან. სხვა დანარჩენი კი საფრანგეთში თამაშობს.

სწორედ ამიტომ დაარქვაა პლანეტრუგბყ-მ სტატიას საქართველოს ნაკრების შესახებ სათაური "საქართველოს ნაკრების ფრანგული სურნელი". აი, რას წერს ეს პოპულარული სარაგბო საიტი ჩვენი გუნდის შესახებ.

"საქართველოს ნაკრების შერკინების სიძლიერე ყველასთვის მოულოდნელი ჯერ კიდევ 2003 წლის მსოფლიოს თასზე აღმოჩნდა. სადაც "ლელოსს" (იქ ასე ეძახიან
ქართველებს) დებიუტი ჰოქნდა.

გუნდის 30-კაციან შემადგენლობაში, რომელიც ახალ ზელანდიაში ითამაშებს აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში მოთამაშე მორაგბები არიან. რამდენიმე მათგანი კი ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბების "კასტრის", "ტულონის", "მონპელიეს", "ბრივისა" და "კლერმონის" წამყვანი მოთამაშეები არიან.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში, ისევე როგორც 2003 წელს, ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მოხვდა. მაშინ, "პომების" ამჟამინდელმა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა, რომელიც იმხანად გუნდის კაპიტანი იყო, ასე დაახასიათა მეტოქე:
-ისინი ფიზიკურად ძალაინ ძლიერები იყვნენ, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა და მათთვის ჩვენი საკუთარი თამაშის თავს მოხვევა მხოლოდ პირველი ნახევრის მიწურულისკენღა შევძელით.

2007 წელს საფრანგეთში საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარშით 30:0 სძლია ნამიბიას, მრისხანე ირლანდიელები კი ლამის ბეჭებზე გააკრეს.

- ისინი სათამაშოდ დიდი შემართებით გამოვიდნენ. ძალღონეს არ იშურებდნენ და მთლიანად დაიხარჯნენ. სასწაული იყო, სადაც უნდა გაგვეხედა, შეტევისთვის როგორი მიმართულებაც უნდა მიგვეცა, ყველაგან ქართველი მორაგბეების გაშმაგებულ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. - ეს უკვე ირლანდიელთა კაპიტნის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბის ბრაიან ოდრისკოლის სიტყვებია.

საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა მამუკა გორგოძე, რომნელმაც წლეულს შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ფრანგულ "მონპელიეში." ის კლუბშიც და ნაკრებშიც ლიდერია. იმედი გავქვს, რომ ქართველები განაგრძობენ თავიანთ აღმასვლას. მათ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება ისე მოიპოვეს, რომ ევროპის ერთა თასზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს."

ცხადია, საქართველოს ნაკრების სამსოფლიოთასო შემადგენლობის გამოქვეყნებას ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკიც" გამოეხმაურა.

"საქართველოს ნაკრების 30-კაციან შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი გამოცდილი მოთამაშეა. განსაკუთრებული სიძლიერით კი შერკინება გამოირჩევა. ამ გუნდში ისეთი ცნობილი მორაგბეები თამაშობენ მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და გოდერძი შველიძე რომ არიან. ასე რომ, საქართველოს ნაკრებისაგნ სიურპრიზებს ველით - წერს გაზეთი."

საქართველოს ნაკრები

I ხაზი: გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ჯაბა ბრეგვაძე (არმია), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
II ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკერენი) გიორგი ნემსაძე (ვალანსი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
III ხაზი: ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ობენა), გიორგი ჩხაიძე (ლელო), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი).
N:9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია).
N:10: მერაბ კვირკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
N:12-13: ლაშა მალაღურაძე (უგუნდო), რეზო გიგაური (ფიჟაკი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა).
N:11-14: ლექსო გუგავა, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი).
N:15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო).

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია
18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული