"ბორჯღალოსნებმა", როგორც წესია, ვარჯიში მსუბუქი მოთელვით დაიწყეს. მწვრთნელებმა დონ კასკიმ, გარეთ ადამსონმა და ილია მაისურაძემ გუნდი ორად გაჰყვეს. ერთ თხუთმეტეულს შავი მოსაცმელები მოარგეს, მეორე კი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ მატჩში სათადარიგო იქნება, წითელ სავარჯშო მაისურებში დატოვეს.
"შავების" და "წითლების" შერკინებამ ცალ-ცალკე დერეფანში ბურთის აგდებაში ივარჯიშა. ამ დროს, ამავე ფერის უკანახაზელები, ასევე ცალ-ცალკე ცდილობდნენ სწრაფად ხელდახელ ბურთაობას.
შემდეგ ორივე ნაწილი, ანუ მორკინლები და უკანახაზელები
ამის შემდეგ გუნდი ისევ უკანახაზად და შერკინებად დაიყო. უკანახაზელებმა, ფეხით დაკიდებული მაღალი ბურთის დაჭერაზე ივარჯიშეს. მორკინალებმა კი მეტოქის ლელოდან 10 მეტრში აუტის მოწოდების შემდეგ მოლის აგორება დაამუშავეს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
ლექსო გუგავა, გარემარბი: "ყველანი მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიყავით, ძალიან მაგარი ვარჯიში გამოგვივიდა. ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარჯიში იყო, მას შემდეგ, რაც საწვრთნელი შეკრება დაგვეწყო. გუნდს უკვე ეტყობა, რომ საბრძოლველად მზად არის. სხვა დანარჩენი 14 სექტემბერს შოტლანდიასთან თამაშში გამოჩნდება."
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ და ვარჯიშობდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ვეტერანი მორაგბე, მომღერალი გივი ჭიჭინაძე.
გივი ჭიჭინაძე: "ორი დღეა მსოფლიო რაგბი მექაში, ახალ ზელანდიაში ვიმყოფებით. როგორც კი ამ მიწაზე ფეხი დავადგით, მაშინვე ვიგრძენით, რომ ეს ქვეყანა რაგბით, მსოფლიოს თასის გათამაშების მოლოდინით ცხოვრობს. ჩვენც ჩავერთეთ ამ ფერხულში.
გუნდთან ერთად ულამაზეს ქალაქში ქვინზთაუნში ვცხოვრობთ და მომავალი ბატალიებისთვის ვემზადებით. იმედი მაქვს, რომ ბიჭები წარმატებით იასპარეზებენ და ქვეყანას, თითოეულ ჩვენთაგანს გაახარებენ."
იხილეთ ვიდეო