რიჩი დიქსონი: ისე ვითამაშებთ, რომ ჩვენით იამაყებთ

AutoSharing Option
ხვალ, 9 სექტემბერს ახალ ზელანდიაში მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი დაიწყება. გახსნით მატჩში ერთმანეთს მასპინძლები და მათი მეზობელი ტონგას ნაკრები დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული გუნდი კი ბრძოლაში 14 სექტემბრიდან ჩაერთვება. "ბორჯღალოსნები" ორ თვეზე მეტია მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადებიან. ცხადია, რაგბის ქართველი ქომაგისთვის საინტერესოა, რას ფიქრობს მზადების განვლილ ეტაპებზე და რას გეგმავს სამომავლოდ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, რომელიც მაშინ მოვიხელთეთ, როცა ქვინზთაუნში ოქლენდიდან ახალი დაბრუნებული იყო.

- როგორ მოვემზადეთ ეს თამაშისას გამოჩნდება. თუმცა, მოკლედ მაინც შემიძლია მოგითხროთ, მზადების განვლილი ეტაპების შესახებ.
პირევლი საწვრთნელი შეკრება თბილისში გავიარეთ. იქ ორი კვირის განმავლობაში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობერსებაზე ვზრუნავდით. მორაგბეებს ტესტები ჩავაბარებინეთ, ძირითადად სისწრაფესა და გამძლეობაზე.

მერე, საფარნგეთში, კანში გავემგზავრეთ. იქ ერთი კვირა ისევ ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. ამის შემდეგ კი ბურთით ვარჯიშზე გადავედით. მზადების მომდევნო ეტაპი ქალაქ ისუარში გავიარეთ. აქ ორი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ.

- რა დაგანახათ იმ ორმა თამაშმა?
- ჩვენ ამ ეტაპზე საწვრთნელი შეხვედრის შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით. საკმაოდ დიდმა დატვირთვებმა გუნდის თამაშზე, ცხადია, გავლენა იქონია, მაგრამ ჩვენ გრძელვადიანი მიზანი გვქონდა, მთავარი იყო მორაგბეები საქმეში გვენახა და ძირითადი შემადგენლობის კრიტერიუმები გაგვესაზღვრა.

ამ ორი თამაშისგან სარგებელი ის მივიღეთ, რომ ნაკრების ყველა წევრს მიეცა საშუალება თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოეჩინა. რის შედეგადაც, მწვრთნელებმა მომავალი საქმიანობის დაგეგმვა შევძელით.

- ისუარის შემდეგ ისევ კანში დაბრუნდით. ბიჭები შვებულებაში გაუშვით...
- დიახ, ეს აუცილებელი იყო. მათ ბევრი იშრომეს და ცოტა დასვენება, სულის მოთქმა სჭირდებოდათ. მერე ერთი კვირა ისევ კანში, უფრო ინტენსიურად ვიმუშავეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი შევქმენით, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.

- ინვერქარგილში პირველ თამაშამდე დრო საკამოდაა, როგორია საქართველოს ნაკრების მზადების გრაფიკი?
- საკამოდ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, ბიჭებმა ჩამოსვლის დღესვე ივარჯიშეს მსუბუქად ძალოსნობის დარბაზში. მეორე დღე განტვირთვის იყო. მაორებმა ძალიან სახალისო წარმოდგენა გაგვიმართეს. საღამოს ისევ სიმძიმეების აზიდვაში ვივარჯიშეთ.

დღეს კი გუნდი პირველად შევიდა მინდორზე და საკმაოდ ნაყოფიერი, კარგი ვარჯიში გამოვიდა.

- ვარჯიშისას ვერსად გნახეთ...
- ნაკრების მენეჯერთან, ვასილ აბაშიძესთან ერთად ოქლენდში, მწვრთნელებისა და მენეჯერების სავალდებულო შეხვედარზე ვიყავი. ყველა გუნდის მთავრი მწვრთნელი შეიკრიბა და მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პედი ობრაიანმა მსოფლიოს თასის მომსახურე ათ მთავარ მსაჯთან შეგვახვედრა. მან მოხსენება წაიკითხა, სადაც განმარტებული იყო, არბიტრები რას მიაქცევდნენ ძირითადად ყურადღებას.

- არგენტინის ნაკრებმა სასტარტო შემადგენლობა გუშინ, 7 სექტემბერს დაასახელა, დღეს მათ ახალზელანდიელბმაც მიჰბაძეს. ჩვენ როდის გვეცოდინება საქართველოს ნაკრების იმ მორაგბეთა ვინაობა, ვინც შოტლანდიის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს?
- ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებულნი არ ვართ. ხვალ ვარჯიშის წინ მწვრთნელები შევიკრიბებით და მოვითათბირებთ. შემადგენლობასაც, ალბათ, იმავე დღეს გამოვაცხადებთ, ოღონდ ერთი შენიშვნით. ის საბოლოო არ იქნება და მატჩამდე შეიძლება შეიცვალოს.

- რას ელოდებით თქვენ მსოფლიოს თასის ამ გათამაშებისგან და რას უნდა ელოდონ რაგბის ქართველი ქომაგები?
- ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ პროგრესი განვიცადეთ. ქომაგებს კი გარწმუნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისე ითამაშებს, რომ მისით აუცილებლად იამაყებთ.

- ჩვენ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს ჯგუფში. პირველი თამაში ელტური რაგბის წარმომადგენელ შოტლანდიის ნაკრებთან გვაქვს. წარმატებით თამაში ძალ
ან გაგვიჭირდება...
- ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ხვალ მსოფლიოს თასის პირველი მატჩია. დავაკვირდებით ნამდვილად ასრულებენ თუ არა მსაჯები ინსტრუქციას. ზეგ კი ჩვენი ოთხივე მეტოქე თამაშობს. ცხადია, ამ მატჩებსაც ყურადღებით ვნახავთ.

ჩვენი ორიენტირი ამ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრებია. მათ რუმინელებთან მატჩის შემდეგ მალევე უწვთ ჩვენთან თამაში. ჩვენ კი ამ დროს წყნარად მოვემზადებით მათთან საპაექროთ. ვნახოთ რა გამოვა.

მის მერე, კი უკვე მომდევნო მეტოქეზე, ინგლისის ნაკრებზე დავიწყებთ ფიქრს. "სკოტებთან" მატჩის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დასკვნებს და შესაბამის ცვლილებებს, სწორედ ამ შეხვედრის შედეგიდან გამომდინარე გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიყვარს ბაბუ რიჩი :)) ძალზედ ლაკონური და მიზანშიგარტყმული პასუხები იცის :))) კიტხვა აღარ გაგიჩნდება და იმასაც მიხვდები იმის უკან რას გულისხმობს :)) (შინაურულად)
მოხევე
13:09 08-09-2011
0

სიახლეები პოპულარული