"ბორჯღალოსნებს" თავიდანვე მხოლოდ ოთხი ისეთი მოთამაშე დაუპირისპირდება, ვინც რუმინეთის ნაკრებთანაც ძირითად შემადგენლობაში იყო, ესენია: გარემარბი მარკ ევანსი, შერკინების ბურჯი ალან იაკობსენი, შუამარბი შონ ლამონტი შუამარბის პოზიციიდან ფრთაზე გადაინაცველბს, ფლანკერი კელი ბრაუნი კი რვა ნომრად ითამაშებს.
იაკობსენს პირველ ხაზში გვერდს სკოტ ლაუსონი და ევან მურეი დაუმშვენებენ. მათ უკან კიმ მეორე ხაზში ადგილს ნათან ჰაინსი და ჯიმი ჰამილტონი დაიკავებენ. ბრაუნის გარდა მესამე ხაზში ყველა შეიცვალა. მას პარტნიორობას
ძნელი სათქმელია, რას ერჩოდა რობინსონი უკანა ხაზს. რუმინელებთან "სკოტების" გუნდმა სწორედ მათი შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიგეს.
ვეტერანი ფულბეკი და მთავარი დამრტყმელი კრის პატერსონი სათადარიგოთა სკამზე იჯდება, მის ადგილს რორი ლამონტი დაიკავებს. მისი ძმა, შონი ფრთაზე რომ გადავა, უკვე ვთქვით. შიდა შუამარბი (#12) გრემ მორისონი იქნება, მას ნიკ დე ლუკა შეუწყვილდება. 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ "სტეჟარისთან" მატჩში ლელოს ავტორები საიმონ დანიელი და ჯო ანსბრო.
სათადარიგოთა შორის იქნებიან ძირითადის მოთამაშეები, მეორეხაზელი რიჩი გრეი, მესამეხაზელი ალასდაირ დიკინსონი და პირველხზელი როს ფორდი.
აღსანიშნავია, რომ ენდი რობინსონმა, იცის რა, რომ შერკინებაში პრობლემები შეექმნება, სათადარიგოთა შორის ხუთი მორკინალი დააყენა. თუმცა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და თქვა:
"ტურნირის დაწყებამდეც არაერთხელ ვთქვით, რომ საწყის ორ მატჩში ყველა მოთამაშის გამოყენებას ვეცდებით. საკვირეველი არაფერია, რომ ამდენი მოთამაშე შევცვალეთ. ეს სულაც არ მომხდარა იმის გამო, რომ რუმინეთის ნაკრებთან მათი თამაშით უკმაყოფილონი ვართ.
ცხადია, იმედი გვაქვს, რომ გუნდის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. განსკუთრებით კი რაკში თამაშისას, სადაც მეტი ყურადღება გვმართებს და მეტოქეს სამ-სამი ქულის აღება საჯარიმოთი, იოლად არ უნდა დავანებოთ"
ენდი რობინსონისგან განსხვავებით, უფრო მეტად ფრთხილია, შოტლანდიის ნაკრების შერკინების მწვრთნელი გრეგორი თაუნსენდი.
"ცხადია, ქართველებმა ნახეს ჩვენი თამაში რუმინეთის ნაკრებთან და შესაძლოა მოინიშნეს კიდეც ჩვენი გუნდის თამაშში ის სუსტი წერტილები, რომლის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან.
მათთვის ეს თამაში პირველი იქნება წლავანდელ მსოფლიოს თასზე. ამ მატჩისთვის რამდენიმე თვე, შესაძლოა რამდენიმე წელიც კი ემზადებოდნენ. ქართველთა მწვრთნელს, რიჩი დიქსონს რომ ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის არაერთი სიურპრიზი ექნება მომზადებული.
ამიტომ, თითოეული ჩვენი მორაგბე გაათკეცებული ყურადღებით უნდა გაისარჯოს. მსოფლიოს თასის დაწყებამდე ყველაფერს ვაკეთებდით, რათა თითოეულმა მოთამაშემ თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენა შეძლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს შესწევს ძალა ნებისიერი სირთულე წარმატებით დაძლიოს და საქართველოს ნაკრებთან მაღალი დონის რაგბი ითამაშოს", - თქვა გრეგორი თაუნსენდმა.
შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. მაქს ევანსი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობესნი, 2. სკოტ ლაუსონი, 3. ევან მურეი, 4. ნათან ჰაინსი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალი სტროკოში, 7. როს რენი, 8. კელი ბრაუნი.
16. როს ფორდი, 17. ჯოფ კროსი, 18. ალასდაირ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. კრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"