საქართველო-შოტლანდია 6:15
საქართველო: 15. რეზო გიგაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმა ბასილაია.
16. აქვსენტი გიორგაძე, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. გიორგი ჩხაიძე, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა ხმალაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
16. როს ფორდი, 17. ჯოფ კროსი, 18. ალასდაირ დიკინსონი, 19. რიჩი გრეი, 20. რიჩი ვერნონი, 21. კრის კაზიტერი, 22. კრის პატერსონი.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია).
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში პირველი შეხვედრა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 6:15 დამარცხდა.
"რაგბი პარკ სთედიუმზე", წვიმიან ამინდში გამართულ შეხვედრაში დაწინაურება რიჩი დიქსონის შეგირდებმა შეძლეს - მერაბ კვირიკაშვილმა დაახლოებით 53 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" 3:0 დაწინაურდნენ.
შოტლანდიელთაგან დენ პარქსს უკვე ორი წუთის შემდეგ შეეძლო ანგარაშის გათანაბრება, მაგრამ კარგი პოზიციიდან საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო. თუმცა სკოტთა ათმა ნომერმა ეს კიდევ ორი წუთის შემდეგ მაინც შეძლო.
შეხვედრის პირველი ნახევარი შოტლანდიელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებამდე პარქსს კიდევ რამდენჯერმე მიეცა საჯარიმოს დარტყმის საშუალება, რომელთაგან ერთი გამოიყენა და ერთიც არეკნით გაგვიტანა. შედეგად ტაიმი შოტლანდიელებმა 9:3 მოიგეს.
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა, დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველი მორაგბეებს მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა უჭირდათ. ამასობაში მატჩის მთავარმა ფიგურამ დენ პარქსმა კიდევ სამი საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო, საიდანაც ორჯერ ზუსტად დაარტყა. ამის პასუხად ერთი ზუსტი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა მიითვალა და საბოლოოდ მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით 15:6 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ შეხვედრას ინგლისის ეროვნულ გუნდთან, 18 სექტემბერს გამართავს.