საქართველო-შოტლანდია 6:15 - გულნატკენი, მაგრამ ამაყი "ბორჯღალოსნები" [VODEO]

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრებთან თამაშის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" საქართველოს პრერზიდენტის წერილი მიიღეს, რომელიც მათ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააცნო. ცხადია, ქვეყნის პირველი პირი გუნდს თანადგომას უცხადებდა და მთლიანობაში საკმაოდ თბილი, ემოციური მიმართვა გამოუვიდა.

მერე სავახშმოდ გამზადებულ გუნდს ორი ვიდეომიმართვა უჩვენეს. დიდგორის ველიდან ბასიანის გუნდის გალობის თანხლებით საქართველოს ნაკრებს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიმართა. ყოველივე ამის გვრიგვინი კი საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვა იყო.

საღამო ძალიან ემოციური გამოდგა, ბიჭები, ისედაც საბრძოლველად სრულ მზადყოფნაში იყვნენ, ნანახმა და გაგონილმა კი მათი ბრძოლის
ჟინი კიდევ უფრო გაამძაფრა.

საქართველოს ნაკრები ინვერქარგილში 11 სექტემბერს ჩავიდა. მას შემდეგ ამ ქალაქს არაფერი ეტყობოდა საიმისო, რომ აქ რაიმე სერიოზული ღონისძიება ტარდება. თუმცა თამაშის დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დილიდან ინვერქარგილის ქუჩებში სასტუმროებსა და კაფე-ბარებში შოტლანდიელი ქომაგები გამოჩნდენ.

აქა-იქ ქართული დროშებიც ფრიალებდა. ძირითადად უცხოელები, ინგლისელები და არგენტინელები აპირებდნენ "ბორჯღალოსნების" ქომაგობას. ძალიან უნდოდათ ქართველებს მათი კონკურენტი შოტლანდია დაემარცხებინათ.

ეს ქართველ მორაგბეებსაც ძალიან უნდოდათ, საამისოდ დიდხანს ემზადებოდნენ, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მაგრამ, არ გამოვიდა.

თამაშის წინ ყველა ერთხმად ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს და, თუ ენდი რობინსონმა და მისმა ბიჭებმა მისი განეიტრალება ვერ შეძლეს, საქმე ცუდად წაუვათო.

"სკოტებმა" ჩვენ შერკინებას თავის საუკეთსო თვისებების გამოვლენის საშუალება არ მისცეს, რაც საბოლოოდ გამარჯვების საწინდარად იქცა.

"ნარშავების" თავკაცმა ენდი რობინსონმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა: "ბიჭებმა დავალება შესანიშნავად შეასრულეს. ჩვენ შევძელით ქართველების შერკინების განეიტრალება, მეტიც მასზე ვდომინირებდით კიდეც, საწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ".

არადა, თამაშის საწყისი ათი წუთი ჩვენი ნაკრების უპირატესობით წარიმართა. მეხუთე წუთზე მორკინალებმა საკმაოდ სახოფათოდ შეუტიეს, 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს და აიღე-მიეძალეს ხერხით წინ იმდენად წაიწიეს, რომ ლელომდე ათოდ მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ რაკიდან ბურთი უკან მგეზავ მერაბ კვირკაშვილს მიწოდა, რომელმაც კარის დალაშქვრა 20 მეტრიდან სცადა, მაგარამ უშედეგოდ.

მეორე, საკმაოდ კარგი იერიშის ინიციატორი რვა ნომერი დიმა ბასილაია იყო. შერკინება შოტლანდიელთა ნახევარზე ათმეტრიან ხაზთან ახლოს დაინიშნა ჩვენს სასარგებლოდ. ბასიალაიამ ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე შეუტია, მერე იქვე მიმყოლ გარემარბ ალექსანდრე თოდუას გაატანა, რომელიც შოტლანდიელებმა ლელოდან 10 მეტრში შეაჩერეს.

"სკოტებმა" რამდენჯერმე სცადეს მწყობრი იერიშის წამოწყება, მაგრამ "ბორჯღალოსანთა" გადაულახავ დაცვის კედელს წააწყდნენ. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა ერთი შეხედვით ავანტიურული გადაწყვეტილება მიიღო. არბიტრმა შოტლანდიელები რაკში ბურთის შეყოვნებისთვის დააჯარიმა ჩვენი მოედნის ნახევარზე. კარამდე 53 მეტრი იყო. "მეკომ" დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა. ბურთმა ზუსტად ძელებს შორის გაიარა - 3:0.

"სკოტებს" ანგარიშის გათანაბრების საშუალება სამ წუთში მიეცათ, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მათმა მგეზავმა, დენ პარქსმა საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პარქსმა კიდევ ორი საჯარიმოს გატანა ვერ შეძლო, არადა საბოლოოდ გამარჯვებას "ნარშავებმა" სწორედ მისი დარტყმების წყალობით მიაღწიეს. ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. "ბორჯღალოსნები" მატჩში სულ თვრამეტჯერ დაჯარიმდნენ, აქედან შოტლანდიელებმა შვიდი კარში დაარტყეს და მხოლოდ ოთხი გაიტანეს.

პარქსმა ანაგარიშის გათანაბრება 23-ე წუთზე მაინც მოახერხა. ამ დროისთვის სათამაშო უპირატესობას უკვე შოტლანდიელები ფლობდნენ - 3:3. გადამწყვეტი მატჩში, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთი აღმოჩნდა. 33-ე წუთზე, როცა "სკოტებმა" ქართველთა გაუვალ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს, დენ პარქსმა არეკნი დაჰკრა და გაიტანა, ხუთ წუთში მანვე 26 მეტრიდან საჯარიმოც მიითვალა 9:3, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ 29 წუთი ისე მიილია, რომ გუნდებმა მონაგრის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. ამ დროისთვის კი ისევ პარქსმა იყოჩაღა და საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ცხრამდე გაზარდა. "მეკომ" საპასუხოდ საჯარიმო ზუსტად ერთ წუთში დაარტყა 39 მეტრიდან და გაიატანა - 6:12.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა. ცხადია, ამ დროის განმავლობაში 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სულაც არ არის აუხდენელი ოცნება, მაგრამ "სკოტებმა" ყველაფერი იღონეს, რათა გამარჯვება ხელიდან არ გაეშვათ. თამაშის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე, კი პარქსმა ანგარიშში სხვაობა ისევ გაზარდა - 15:6.

თამაშის მიწურულს სალელოვე შეტევის განხორციელების შანსი მოგვეცა, მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ მოვაწოდეთ და შეტევა ჩაიშალა.

შოტლანდიელებს გამარჯვებით გამოწვეული სხარული რატომღაც არ გამოუხატავთ, სამაგიეროდ, ქართველი მორაგბეები ჩანდნენ საკმაოდ დამწუხრებულნი.

VideoSportall.Ge
ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებთან 6:15 დამარცხდნენ


მსოფლის თასი 2011. ახალი ზელანდია. B ჯგუფი.
საქართველო-შოტლანდია 6:15
საქართველო: (15-9) გიგაური, მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, თოდუა (ურჯუკაშვილი 65), კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ხინჩაგიშვილი, ბრეგვაძე (გიორგაძე 62), ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილი 53), დათუნაშვილი, მაისურაძე (ჩხაიძე 48), სუთიაშვილი, გორგოძე, ბასილაია (კოლელიშვილი 62).
2ს: კვირიკაშვილი
შოტლანდია: (15-9) რ.ლამონტი (პატერსონი 70), ევანსი, დე ლუკა, მორისონი, შ.ლამონტი, პარქსი, ლაუსონი. (1-8) იაკობსენი, ფორდი, მურეი, ჰაინსი (გრეი 70), ჰამილტონი, სტროკოში, რენი, ბრაუუნი.
4ს,ა: პარქსი
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

მატჩის შემდეგ
ილია ზედგინიძე: "ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ მეტოქე ძლიერი გვყავდა და რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც რამდენჯერმე უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება მივეცით.

სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ნაკრების დამარცხების მთავარ მიზეზად. უდისციპლინობითა და თვითკონტროლის დაკარგვით, თავად დავისაჯეთ ჩვენი თავი.

ვფიქრობ, მსოფლიოს რაგბიში დიდ და პატარა გუნდებს შორის კლასში სხვაობა სულ უფრო მცირდება. ჩვენც ვიზრდებით, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და უკეთესი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

რეზო გიგაური: "ოფიციალურ მატჩში პირველად ვითამაშე ფულბეკად. თავიდან ცოტას კი ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ყველანაირად მობილიზებული ვიყავი, ვცდილობდი, გუნდი არ დამეღალატებინა. ვფიქრობ, რომ ცუდად არ მითამაშია.

რაც შეეხება მთლიანად გუნდის თამაშს, ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო. ვეცადეთ ქართველი ქომაგები გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. სპორტში ასეა, ხან მოიგებ, ხან წააგებ. იმედი მაქვს, მომავალში უფრო კარგად ვითამაშებთ და გულშემატკივარსაც გავახარებთ".

დიმიტრი ბასილაია: "დაძაბული თამაში იყო. კმაყოფილები ვართო, როგორ უნდა ვთქავათ - წავაგეთ, მაგრამ ფაქტია, მეტოქემ ლელო ვერ გაგვიტანა"

ირაკლი აბუსერიძე: "ვიცოდით, რომ ძალიან ძნელი თამაში გველოდა. ბევრი პოზიტიური იყო ჩვენს თამაშში, თუმცა შეცდომებიც ბლომად დავუშვით. ხშირად ვჯარიმდებოდით, რაც მეტოქემ კარგად გამოიყენა".

ჯაბა ბრეგვაძე: "გულნატკენები ვართ, მაგრამ - ამაყები"

რიჩი დიქსონი: "დაცვაში გუნდმა კარგად ითამაშა, ცხადია, იყო შეცდომებიც. მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ შეტევის ორგანიზებას ვერ ვახერხებდით. ვეცდებით, ინგლისთან მატჩამდე ამ პრობლემაზე ვიმუშავოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ".

სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 9 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. არგენტინა -1, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0

A ჯგუფი
კანადა-ტონგა 25:20

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. კანადა - 4, 4. ტონგა - 1, 5. იაპონია - 0

D ჯგუფი
სამოა-ნამიბია 49:12
სატურნირო მდგომარეობა
1. სამოა - 5 ქულა, 2. ფიჯი - 5, 3. სამხრეთ აფრიკა - 4, 4. უელსი - 1, 5. Nნამიბია - 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
უნდა იამაყოთ! ამას წერს თქვენზე
Chris Jones
Georgians are too undisciplined and defensively naive to seriously trouble Martin Johnson`s men
ვინც ინგლისური არ იცის ფაქტიურად "ისინი" ხართო :)
რიჩი დიქსონს(გამოუსწორებელ ალკოჰოლიკს)2 წელი ქონდა ხარვეხებს 2 დღეში გამოასწორებს ?!
თუ სააკამ გულშემატკივრების დესანტი არ გადასხა ზელანდიაში და არბიტრები არ "მოთაფლეს" სასწრაფოდ,პოლიტიკური ზეწოლა იქ არ გაუავათ.ინგლისელები კალათბურთის ანგარიშით დაასრულებენ 18ში თამაშს
evropeli
11:09 15-09-2011
0
evropeli
კარგს რას დაწერდნენ აბა ჩვენზე,რაც ვითამაშეთ... ისე დიქსონი მგონი 1 წელია რაც ნაკრების მწვრთნელია:).წინა მსოფლიოზე რომ არაფერი ვთქვათ,გულშემატკივრობა ავსტრალიაშიც უკეთესი გვყავდა. ინგლისთან იმედია იგივე არ განმეორდება,რაც 2003-ში. აბუსერიძე გამოფხიზლდეს ცოტა!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული