ქართული სამზარეულოს დღე მასტერტონში

AutoSharing Option
სამდღიან შუალედში მსოფლიოს ორ ელიტარულ გუნდთან საკამოდ მძიმე მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა მორაგბეები სამი დღით დაასვენეს.

გუშინ, ახალზელანდიური ტრადიციები "ბორჯღალოსნებმა" ქართულით ჩაანაცვლეს და ქალაქ გარეთ, ერთ-ერთი ფერმერის ეზოში ქართული დღე მოაწყვეს.

იხილეთ ვიდეო

ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, საქართევლოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გიორგი ნიჟარაძის კულინარიული ნიჭი. მან დღის პირველი ნახევარი სასტუმროს სამზარეულოში გაატარა. "ქართული ხმების" მომღერლის გივი ჭიჭინაძისა და საქართველოს ნაკრების თარჯიმნის, ველინგტონში მცხოვრები მზია ხმალაძის დახმარებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა უგემრიელესი კერძები მოამზადა.

ჩვენი მასპინძლის ფერმა მასტერტონიდან 20 კილომეტრში, ულმაზეს
ადგილზე მდებარეობდა. ეზოს, სადაც ქართული კულინარიის დღე გაიმართა, საკმაოდ კარაგად მოვლილი ვაზის რიგები ესაზღვრებოდა. ღონისძიებაზე, რომელზეც ჩვენი მასტერტონელი მეგობრები გვეწვივნენ, საქართველოს ნაკრების მორაგბეები ქართული ჩოხებით მოვიდნენ. "ბორჯღალოსნებს" ჩოხები ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "სამოსელი პირველში" შეუკერა.

სტუმრებიც და მორაგბეებიც აღფრთოვნებას ვერ მალავდენ გიორგი ნიჟარაძის მიერ მომზადებული კერძებით. ჩანახმა, შქმერულმა, ჩაქაფაულმა, წიწილამ ბაჟეში, ორი სახეობის ლობიომ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ქართული სუფრა აბა რაა ხაჭაპურის გარეშე. ოქლენდში მცხოვრებმა კანდელაკების ოჯახმა, რომელიც ახალ ზელანდიაში ყველის სხვადახვა სახეოაბას აწარმოებს, მათ შორის სულგუნსაც, "ბორჯღალოსნებს" ხაჭაპურები გამოუგზავნა. 

Sportall.Ge

დასასრულისკენ ტრადიციულად გივი ჭიჭინაძის ბენეფისი შედგა. ტე ტანე კაი ვაიატა (კაცი, რომელიც მღერის) ახალ ზელანდიაში უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. "ოტაგო დეილი ტაიმსის" გუშინდელ ნომერში რაგბის თემაზე გამოქვეყნებული სტატია, თითქმის მთლიანად ქართველ მომღერალს დაეთმო.

გივი ჭიჭიანძემ ჯერს გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეასრულა გურული სიმღერა, მერე კი ქართულ ჩოხებში გამოწყობილ ნაკრების წევრებთან ართად რამდენჯერმე იმღერა, ბოლოს კი სოლო კონცერტი გამართა, რეპერტუარში როგორც ქართული, ისე იტალირი პოპულარული სიმღერები იყო.

"დღეს ლამაზი დღე მოვაწყვეთ. ქართულ ჩოხებში გამოწყობილი მორაგბეები, შესანიშნავი კერძები, ვფიქრობ, ლამაზი კვალი დავტოვეთ მასტერტონში. ბიჭებს სახლი გავახსენეთ, მონატრებული ქართული კერძები მოვუმზადეთ. Aახალზელანდიელებს კი ქართული სამზარეულო გავაცანით და ძალიან მოეწონათ", - თქვა გიორგი ნიჟარაძემ.

ადგილობრივებმა გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს ქართველ სტუმრებს. ფერმის დიასახლისი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რიჩი დიქსონის თანაგუნდელის მეუღლე აღმოჩნდა.

"შოტლანდიელი ვარ, ნახევარი ცხოვრება შოტლანდიაში გავატარე, ნახევარი კი აქ. ჩემი მეუღლე რიჩი დიქსონთან ერთად თამაშობდა შოტლანდიის ნაკრებში. სამწუხაროდ, ის ამჟამად ახალ ზელანდიაში არ იმყოფება. ჩვენ თქვენი გულშემატკივრები ვართ და ბოლომდე ერთგულად გიქომაგებთ. წარმატებას გისურვებთ დარჩენილ ორ მატჩში და დიდი მადლობა შესანიშნავი საღამოსთვის", - თქვა მან.

დღეს საქართველოს ნაკრები დილის ათ საათზე "მემორიალ პარკის" სარაგბო სტადიონზე ივარჯიშებს. სადილის შემდეგ, 16 საათზე მასტერტონელები ცენტრალურ ქუჩას "ქუინზ სტრიტს" გადაკეტავენ და "ბორჯღალოსნების" საპატივცემულოდ აღლუმს გამართავენ.

მსოფლიოს თასი
A ჯგუფი
ტონგა-იაპონია 31:18

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 10 ქულა, 2. საფრანგეთი - 10, 3. ტონგა - 5, 4. კანადა - 4, 5. იაპონია - 1.

დღეს
სამხრეთ აფრიკა-ნამიბია 12:00

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ ქართველებო!

ზელანდიაში არის ლობიო, ჩაქაფული, ხაჭაპური და ა.შ. საინტერესოა ჩვენი გამარჯვებაც თუ იქნება ? რაგბში გამარჯვებას ვგულისხმობ? :)

რაგბში ვერ ვიგებთ, ნუ ვერ ვიგებთ... იქნებ, კულინარიის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს რაგბის ნაკრებების მონაწილეობით? :) შანსს არ დავუტოვებთ არავის! პურიჭამაში მაგრები ვართ ეს ქართველები რა, სუფრის ლომები, ბუმბერაზი პურის მჭამელები ვართ! :D
უძლევი
04:16 22-09-2011
0
evropeli სახელი შეიცვალე ალბათ,რა გინდა რა კომენტარებს წერ....დაბლოკეთ ეს ანტი-ქართველი ,სატანაა ვიღაც.მორაგბეები არიან ყველაზე მაგარი ქართველები,ლევან ვასაძე ჯიგარია,ნამდვილი ქართველი.
sandro24
13:09 22-09-2011
0

სიახლეები პოპულარული