მეტოქე რუმინეთი: რომეო გონტინიაკი დილემის წინაშე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს მსოფლიოს თასის გათამაშებაში 28 სექტემბერს პალმერსტონში რუმინეთის ერეოვნულ გუნდთან გამართავს. მანამდე კი ჩვენი მეტოქე 24 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"სტეჟარის" თავკაცი რომეო გონტინიაკი დილემის წინაშე დგას. რუმინეთის ნაკრების ყოფილ შუამარბს ვერაფრით გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, "პომებთან" სათადარიგო მორაგბეები ათამაშოს და ძირითადი, წამყვანი მოთამაშეები დაასვენოს თუ პირიქით.

რუმინელები საქართველოს ნაკრებთან მატჩს გადამწყვეტად მიიჩნევენ. ისინი ჯერ კიდევ მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ღიად აცხადებდნენ, რომ ახალ ზელანდიაში მხოლოდ საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად მიდიან.

"დიდი ხანია ვფიქრობთ, როგორ მოვიქცეთ.
სათადარიგო მორაგბეებით ინგლისთან თამაში დიდი ავანტურაა, თუმცა მეორეს მხრივ საქართველოს ნაკრებთან თამაშს ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ ქართველებს დავამარცხებთ, ეს შესაძლოა რუმინეთში რაგბის აღორძინების დასაწყისი გახდეს. ვნახოთ, ვიფიქრებთ და მალე გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ", - თქვა დანიდინში ჩასვლისას გამართულ პრესკონფერენციაზე რუმინეთის ნაკრების მწვრთნელმა რომეო გონტინიაკმა.

იმავე პრესკონფერენციაზე რუმინელთა ლიდერმა, შერკინების კვაჭმა არგენტინასთან მატჩი შეაფასა და მომავალ შეხვედრებზეც ილაპარაკა.

"არ ვიცი, რა დაგვემართა არგენტინასთან მატჩში. ცხადია, ჩვენი თამაშით კამყოფილნი არ ვართ. "პუმები" ძლიერები არიან და კარგად დარბიან, თუმცა საკმაოდ ხშირად არღვევდნენ თამაშის წესს, რასაც არბიტრი რატომღაც არასდროს ამჩნევდა.

რუმინეთის დღევანდელი ნაკრები გაციელბით ძლიერია, ვიდრე ის 20 წლის წინათ იყო. "სტეჟარის" შემადგენლობაში უკვე ათი წელიწადია ვთამაშობ და ასეთი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი არასდროს გვყოლია.

ჩვენ შეგვიძლია ინგლისის ნაკრებს მედგარი ბრძოლა გავუმართოთ, მთავარია, ბურთი მოვიპოვოთ და მეტოქეს თავისუფალი გადაადგილების არეალი შევუზღუდოთ.

ვინ ითამაშებს "პომებთან" ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ბოლომდე იბრძოლებს", - თქვა მარიუს ტინკუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული