"ბორჯღალოსნების" მხარდამჭერი აღლუმი მასტერტონში [+VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთში, პატარა ქალაქში უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. მასტერტონელები "ბორჯღალოსნების" გაოცებას განაგრძობენ. ადგილობრივები ჩვენს ბიჭებს დიდი სითბოთი და სიყვარულით მასპინძლობენ.

მათ  მასტერონის ცენტრალური ქუჩა, ქუინზ სტრიტი გადაკეტეს და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გამართეს. ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჯერ საქართველოს დროშებით მორთული მანქანებით ჩაიარეს, შემდეგ კი მათ მასტერტონის სარაგბო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მიჰყვნენ.

მოსახელობა უკლებლივ ქუინზ სტრიტზე შეკრებილიყო. აქვე იყო ქალაქის ეროვნული საკრავების ორკესტრი, რომელმაც ჩვენი გუნდის გამოჩენაზე "სკოტური მარში" დაუკრა. "ბორჯღალოსნები", ისევე როგორც წინა,
ქართული სამზარეულოს წარდგენის დღეს, ამჯერადაც ქართულ ჩოხებში წარსდგნენ მასტერტონული პუბლიკის წინაშე. მათმა გამოჩენამ აქაურებზე უდიდესი ეფექტი მოახდინა.

მთელი აღლუმის განმავლობაში მოსახლეობა საქართველო, საქართველოს გაიძახოდა. აქ იყო ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა. ყველას უხაროდა, ყველა ბედნიერი იყო, რომ მათ პატარა ქალაქში, პატარა ქვეყნის, დიდი გუნდი სტუმრობდა. ყველა წარმატებას გვისურვებდა და დარჩენილ ორ მატჩში, პალმერსტონში მხარდაჭერას გვიპრდებოდა.

იხილეთ ვიდეო

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს აღლუმები და სხვა ღონისძიებები გათვალისწინებულია ჩემპიონატის პროგრამით და იმართება ყველა მონაწილე გუნდის საპატივცემოდ ყველა ქალაქში, რაც ძალიან კარგია. ნუ აყვებით ნაცტელევიზიების ბანძ პროპაგანდას.
dudu
13:07 23-09-2011
0
რამდენი გ-ო-ი-მ-ია ამ ქვეყანაში. თურმე საქართველოში ჩვენ რეგბისტებს პატივს არ ცემენ და მოფენილია მთელი ქვეყანა ესპანეთის, ჰოლანდიის და ნიგერიის საფეხბურთო ფანკლუბებით.
მეორე თუ ზელანდიაში შეიძლება ქართველების ფანკლუბი იყოს საქართველოში რატომ არ შეიძლება 20 კაციანი ესპანეთის ფანკლუბი იყოს?
და მესამე, ჯობია ჩვენები რუმინეთთან თამაშისთვის მოემზადონ. რუმინეთი მაგრა გაძლიერებულა.
ramo
12:40 23-09-2011
0

სიახლეები პოპულარული