"ბორჯღალოსნებმა" სარუმინეთოდ მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სტუმრობით გამოწვეული ოთხდღიანი ზარზეიმის შემდეგ, მასტერტონში სიმშვიდემ დაისადგურა. "ბორჯღალოსნები", რომლებიც ქალაქგარეთ "სოლვეი პარკ ოტელში" არიან დაბინავებულნი, მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას შეუდგენენ [იხილეთ ვიდეო].

ჩვენმა გუნდმა გუშინ ორჯერ ივარჯიშა. დილით მორაგბეები სამ ჯგუფად, ცალ-ცალკე ეწვივნენ ძალოსნობის დარბაზს. სადილის შემდეგ კი, ახალი ზელანდიის დროით 15 საათზე საქართველოს ნაკრებმა "ქუინ პარკის სარაგბო სტადიონზე" ივარჯიშა. ჩვენი გუნდის წვრთნას თვალს რამდენიმე ათეული მასტერტონელი ადევნებდა, რადგან ვარჯიში ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.

ვარჯიშში მონაწილეობას არ იღებდნენ დავით ქუბრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი და ირაკლი
მაჩხანელი. "დუდუ" ინგლისთან მატჩში დაშავდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ზირაქაშვილი მუხლმა შეაწუხა, თუმცა საშიში არაფერია და, სავარაუდოდ, რუმინეთის ნაკრებთანაც ითამაშებს. მაჩხანელის საქმე კი უფრო რთულადაა. მისთვის ჯერ სირბილიც არ შეიძლება და მხოლოდ სიმძიმეებით ვარჯიშობს. გუნდთან ერთად არ იყო ალექსანდრე თოდუა. მან ინდივიდუალურად ივარჯიშა.

მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო. მორკინალები რიჩი დიქსონმა და ილია მაისურაძემ დაიმარტოხელეს. ჯერ პოზიციის სწორად შერჩევასა და მეტოქისთვის სათამაში არეალის შეზღუდვაში ივარჯიშეს. მერე, რაკიდან ბურთის გამოტანის შემდეგ, მოკლე დარტყმისას, ისევ რაკის შექმნასა და მის სწრაფად გაწმენდას ცდილობდნენ. ბოლოს ბურთი დერეფანშიც ააგდეს, სადიანაც ამჯერად მხოლოდ მოლის დაყენებაზე ივარჯიშეს.

ამასობაში უკანახაზელებს დონ კასკი და ჯონ მაგლტონი წვრთნიდნენ. მათი მიზანი სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის ხელდახელ ბურთაობით განვითარება იყო. ამის შემდეგ შერკინება და უკანა ხაზი ისევ გააერთინეს. "ბორჯღალოსნები" ნახევარ მოედანზე შეტევასა და დაცვაში დროულად გადაწყობის დახვეწას შეეცადნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მასტერტონელ ბავშვებს "ჩაუვარდნენ" ტყვედ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდნენ. ჩვენი გუნდის პატარა ქომაგებმა ბიჭებს საჩუქრები მოუმზადეს და იქვე გადასცეს.

საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთ ღია ვარჯიშს გამართავს. საღმოს კი ადგილობრივები "ქუინ ელიზაბეტ პარკში" ჩვენს მორაგბეებს "ბიგ ველკომ ბარბექიუზე" დაპატიჟებენ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მასტერტონს 26 სექტემბერს დატოვებენ და პალმერსტონში გადაბარგდებიან, სადაც 28 სექტემბერს, ჯგუფური ტურნირის მორიგ მატჩში, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს თასი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

C ჯგუფი
ავსტრალია-აშშ 67:5
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია – 10 ქულა, 2. ირლანდია – 5, 3. იტალია – 5, 4. აშშ – 4, 5. რუსეთი – 1.

დღეს
ინგლისი-რუმინეთი 67:3
ახალი ზელანდია-საფრანგეთი 12:30

ხვალ

ირლანდია-რუსეთი 10:00
არგენტინა-შოტლანდია 12:30

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
shalva
კი, ძმა 28ში გაირკვევა ყველაერი. ღმერთმა ქნას მოვიგოთ:)) კომენტარებს, არა ისეც ძირითადი შემადგენლობა რომ დაასვენეს ჩვენთან სათამაშოდ ფაქტია, მაგრამ ზუსტად ეგ ჟესტი მეტყველებს მაგათ სისუსტეზე;)
karlsoni
19:33 24-09-2011
0
karlsoni
თუ რუმინეთის მოთამაშეების კომენტარებს გულისხმობ თამაშის შემდეგ ყველას ეგ ეკერა პირზე საქართველოსთან თამაშისთვის ვემზადებოდითო, საქართველო არის ჩვენი დონის გუნდიო, 2 ლელო დაუდეს შოტლანდიის მე-2 გუნდს და ჰგონიათ რაღაცას წარმოადგენენ, არც მთლად მე-2 შემადგენლობით უთამაშიათ რუმინელებს რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს საქმე რუმინელების დიდი მცდელობის მიუხედავად, იხილეთ http://www.rugbyworldcup.com/index.html საიტზე, დაველოდოთ 28 -ს და გაეცემა ყველა კითვას პასუხი :)
shalva
18:50 24-09-2011
0

სიახლეები პოპულარული