"პუმების" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა გუნდში ინგლისის ნაკრებთან მატჩში დაშავებული კაპიტანი ფელიპე კონტეპომი დააბრუნა. მან ნეკნი გაიტეხა. ის ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის, თუმცა ამ მატჩის ფასი იმდენად დიდია, რომ არგენტინელებს ლიდერი მოედანზე სჭირდებათ. ისიც გასათვალისწიენებელია, რომ ფელანმა კონტეპომი შუამარბად დააყენა, მგეზავად კი მონპელიელი სანტიაგო ფერნანდესი ითამაშებს, რომელმაც ამ პოზიციაზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა რუმინეთთან მატჩში.
სამაგიეროდ, ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა "სტეჟარის" წინააღმდეგ
არგენტინელთა კაპიტანი, რომელიც თავადაც პროფესიით ექიმია, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ნაკრების სამედიცინო პერსონალის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. კონტეპომი ტკივილგამაყუჩებლებს სვამდა "დექსტროზის" ინექციას იკეთებდა, რათა ტრავმა დროულად მოშუშებოდა.
"ინგლისის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, დღეს პირველად ვივარჯიშე სრულყოფილად. მცირეოდენ ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობ, მაგრამ მაინც კარგად ვიმუშავე. თუ უახლოეს 48 საათში არაფერი მომივიდა, აუციელბლად ვითამაშებ.
ბოლოს შუამარბად ნაკრებში სამი წლის წინათ ვითამაშე იტალიის ნაკრებთან. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ეს მსოფლიოს თასის მეოთხე გათამაშებაა და რამდენსაც შევძლებ, იმდენს ვითამაშებ. პოზიციას მნიშვენელობა არ აქვს." - თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ფელიპე კონტეპომიმ.
"არგენტინის ნაკრები კარგადაა მომზადებული. ჩვენ ორ თვეზე მეტი გვქონდა საამისოდ და ახლა გაცილებით უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინათ, როცა შოტლანდიის ნაკრებთან შინ ორჯერ წავაგეთ.
ისიც კარგად ვიცი, რომ ტურნირისთვის "სკოტებიც" სერიოზულად მოემზადნენ. ამიტომ, ხვალ მძიმე, მაგრამ ძალიან კარგი თამაში იქნება." - თქვა "პუმების" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა.
არგენტინის ნაკრები: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ორასიო აგულა, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. ღოდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუზამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარიო გალარსა, 19. გენარო ფესია, 20. ალფრედო ლალანე, 21. ლუკას ამოროსინო, 22. ხუან იმჰოფი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"