იღბლიანი "პუმები" და შერცხვენილი სტეჟარი

AutoSharing Option
არგენტინა-შოტლანდია 13:12
არგენტინა: (15-9) როდრიგესი (ამოროსინო 64), კამაჩო, ბოსხი, კონტეპომი, აგულა, ფერნანდესი, ვერგალო. (1-8) რონსერო (სკელსო 36), ლედესმა (კრევი 74), ფიგალო, კარისა, ალბასეტე, კაბელო, ლეგუზამონი, ფერნანდეს ლობე (ფესია 30).
ლ: ამოროსინო. 2ს,გ: კონტეპომი
შოტლანდია: (15-8) პატერსონი, ევანსი, დე ლუკა, მორისონი, ლამონტი, ჯეკსონი (პარქსი 71), ლაუსონი (ბლერი 65). (1-8) იაკობსენი (დიკინსონი 60), რ.ლაუსონი, გროსი, გრეი (ჰაინსი 56), ჰამილტონი, სტროკოში, ბარკლი, ბრაუნი.
2ს: პატერსონი, ჯეკსონი. 2ა: ჯეკსონი, პარქსი
მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი)

ველინგტონში, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებას B ჯგუფში ბევრი რამისთვის
უნდა მოეფინა ნათელი. "სკოტები" გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ. მიზანთან ახლოს იყვნენ კიდეც, მაგრამ ...

არგენტინელებმა, რომლებმაც მთელი ორი ტაიმი დაცვაში გაატარეს, (ისევე როგორც საქართველოს ნაკრებმა), შოტლანდიელებს მინიმალური სხვაობით - 13:12 მოუგო და ჯგუფიდან მეოთხედფინალში გასული გუნდის ვინაობის გარკვევა ბოლო ტურისთვის გადადო. პლეი ოფში გასასვლელად "პუმებმა" 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უნდა სძლიონ. "ნარშავებს" საქმე უფრო რთულად აქვთ, მათი მეტოქე, ერთი დღით ადრე, ინგლისის ეროვნული გუნდი იქნება.

შოტლანდიის ნაკრები მწვრთნელის, ენდი რობინსონის შეცდომის გამო დაისაჯა. გაუგებარია, რატომ შეცვალა "სკოტების" ინგლისელმა თავკაცმა ახალგაზრდა მგეზავი რუარიდ ჯეკსონი, რომელიც კარშიც შესანიშნავად ურტყამდა და გუნდსაც უნარიანად გეზავდა.

"სკოტები" სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა "პუმებმა" ფაქტობრივად ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს მატჩის დამტავრებამდე შვიდი წუთით ადრე და შეცვალზე შესული ფულბეკის ლუკას ამორისინოს ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანეს.

მიუხედავად აშკარა უპირატესობისა, შოტლანდიელები მეტოქის დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. მეტიც, ანგარიში მე-19 წუთზე სწორედ არგენტინელებმა გახსნეს.

საჯარიმო ზუსტად ფელიპე კონტეპომიმ დაარტყა - 3:0. ანგარიშის გათანაბრება "სკოტებმა" 17 წუთის შემდეგ შეძლეს, კონტეპომის საჯარიმოთივე კრის პატერსონმა უპასუხა, სამ წუთში კი იგივე, ოღონდ საკმაოდ შორი მანძილიდან რუარიდ ჯეკსონმა გააკეთა და თავისიანები დააწინაურა - 6:3.

შესვენების შემდეგ, 24 წუთი ისე მიილია, რომ გუნდებმა მონაგარს ვერაფერი შესძინეს. ბოლოს ისევ კონტეპომიმ იყოჩაღა და საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა.

ერთ წუთში ჯეკსონმა არეკნით ისევ წინ გაუყვანა შოტლანდიელები. 72-ე წუთზე კი, არეკნით არგენტინელთა კარი, მის ნაცვლად თამაშში შესულმა დენ პარქსმა დალაშქრა - 12:6.

მატჩის მიწურულს, როცა არგენტინის ნაკრები მინიმალური სხვაობით იგებდა, "ნარშავები" სწორედ პარქსმა დააღალატა. გადამწყვეტ მომენტში, მან 22 მეტრიდან არეკნით არაზუსტად დაარტყა და გამარჯვება "პომებს" დარჩათ.

ინგლისი-რუმინეთი 67:3.
ინგლისი: (15-9) ფოდენი (არმითიჯი 52), ეშტონი, ტუილაგი, თინდოლი, კუეტო, ვილკინსონი (ფლუდი 41), იანგზი (ვაიგელსვორსი 62). (1-8) კორბშეირო, ტომპსონი (მეარსი 50), კოლი (ვილსონი 41), დიკონი (შოუ 59), პალმერი, კროფტი, მუდი (ვუდი 62), ჰესკელი.
10ლ: კუეტო (3), ეშტონი (3), იანგზი, ფოდენი, ტუილაგი, კროფტი. 7გ: ვილკინსონი (3), ფლუდი (4). 2ს: ვილკინსონი.
რუმინეთი: (15-9) ვლაიკუ (ნიკოლაე 72), ჩუნტუ, კაზანი (გალი 41), დუმიტრაში, აპოსტოლი, დუმბრავა, სირბუ (კალაფეტეანუ 41). (1-8) ნერე, ზებეგა (ტუნკუ 50), ფლორეა (იონი 62), პოპარლანი, პეტრე (მაკოვეი 52), ბურეა, რატიუ (იანუსი 60), ტონიცა.
ს: დუმბრავა.
მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისის ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 67:3. "პომებმა" ზედიზედ მესამედ ითამაშეს დანიდინის ახალ, "ოტაგო სთედიუმზე".

ცხადია, ინგლისის ნაკრებს ეს მეტოქეებზე გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ ორგანიზატორები იძულებულნი არიან ასეთი ნაბიჯი გადადგან. ყველაზე მეტი მაყურებელი თუ რომელიმე ნაკრების თამაშზე დადის, ერთ-ერთი ინგლისლეთა გუნდია და რა გასაკვირია, რომ მასპინძლებსაც და IღB-საც ფინანსურად "პომების" დიდ, ტევად სტადიონზე თამაში აძლევთ ხელს.

რუმინელებმა დანიდინში წინა მატჩებთან შედარებით საგრძნობლად სახეშეცლილი შემადგენლობა გამოიყვანეს, რაც საოცარი სულაც არ არის. ძირითადი შემადგენლობიდან "პომებს" ოთხი მორაგბე დაუპირისპირეს. მეხუთე, გუნდის კაპიტანი მარიუს ტინკუ კი სთადარიგოთა შორის იყო.

"სტეჟარის" გათვლა მარტივია. მათ წამაყვანი მოთამაშეები საქართველოს ნაკრებთან საასპარეზოდ შემოინახეს და ეს არც დაუმალავთ.

პირიქით, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაჰკიოდნენ, ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებთან მოსაგებად მივდივართ, სხვა გუნდების ძლევაზე პრეტენზია არც გვაქვსო.
ის კი არა, შეგახსენებთ, რუმინელთა თავკაცმა ისიც თქვა, თუ საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, რუმინული რაგბის აღორძინება დაიწყებაო. დალოცვილებს არაერთხელ დავუმარცხებივართ და ნეტავ, რით ვეღარ აღორძინდნენ.

ერთი სიტყვით, რუმინელებმა ძალები დაზოგეს და სამარცხვინოდ დამარცხდნენ. ახლა, ჯგუფურ ტურნირში მათ ერთი შეხვედრაღა დარჩათ სათამაშო. 28 სექტემბერს "სტეჟარი" ჩვენს "ბორჯღალოსნებს" სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება.

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. შოტლანდია - 10, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0.


A ჯგუფი
ახალი ზელანდია-საფრანგეთი 37:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 15 ქულა, 2. საფრანგეთი - 10, 3. ტონგა - 5, 4. კანადა - 4, 5. იაპონია - 0

C ჯგუფი
ირლანდია-რუსეთი 62:12
სატურნირო მდგოამრეობა
1. ირლანდია - 13 ქულა, 2. ავსტრალია - 10, 3. იტალია - 5, 4. აშშ - 4, 5. რუსეთი - 1.

D ჯგუფი
სამოა-ფიჯი 27:7
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 14 ქულა, 2. სამოა - 10, 3. უელსი - 5, 4. ფიჯი - 5, 5. Nამიბია - 0

დღეს
უელსი-ნამიბია 10:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული