საქართველო-რუმინეთი 25:9 (12:6)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვონი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩინტუ, 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკი.
მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი
მსაჯი: დეივ პირსონი (ინგლისი)
საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე B ჯგუფში მესამე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 25:9 გაიმარჯვა. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ეს "ბორჯღალოსნების" პირველი გამარჯვებაა.
ქალაქ პალმერსტონში გამართულ მატჩში, ანგარიშის გახსნის შანსი მეხუთე წუთზე ჩვენს მეტოქეებს ჰქონდათ, თუმცა დუმბრავამ დარტყმა არაზუსტად შეასრულა. სამაგიეროდ, სამიოდე წუთში თავისი საჯარიმო ზუსტად დაარტყა მერაბ კვირიკაშვილმა და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში წარიმართა, თუმცა "მეკომ" ოთხი საჯარიმოდან ყველა ზუსტად დაარტყა, პასუხად კი რუმინელებმა მხოლოდ ორჯერ იხეირეს და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 12:6 გავიდნენ.
მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნების" სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა. თითო საჯარიმო კვირიკაშვილმა და დუმბრავამ გააცუდეს, ამის შემდეგ კი ქართველთა კარგი შეტევა, 57-ე წუთზე, მამუკა გორგოძის გატანილი ლელოთი დაგვირგვინდა. რეალიზაცია კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა.
"სტეჟარის" მცდელობას, დარჩენილ დროში თამაშში გარდატეხა შეეტანა, შედეგი არ მოჰყოლია - შეხვედრის მიწურულს რუმინელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს, მანამდე კი თავ-თავიანთი საჯარიმოები ჯერ კვირიკაშვილმა, შემდეგ კი მალხაზ ურჯუკაშვილმა ზუსტად დაარტყეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 25:9 დააფიქსირეს.
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე თავის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ
ილია ზედგენიძე: "ძალიან გვინდოდა ამ თამაშის მოგება და გავიმარჯვეთ კიდეც. რუმინეთს ძალიან კარგი ნაკრების ჰყავს, მაგრამ ცოტა დაღლილები ჩანდნენ და ვაჯობეთ. მადლობა ყველას - ჩვენ ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ".
მსოფლიოს თასი 2011. B ჯგუფი, სატურნირო ცხრილი
1 ინგლისი 3 3 0 0 121-22 14
2 არგენტინა 3 2 0 1 65-33 10
3 შოტლანდია 3 2 0 1 61-43 10
4 საქართველო 3 1 0 2 41-65 4
5 რუმინეთი 4 0 0 4 44-180 0