ამავე რეისით ჩამოფრინდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადილე - დავით ნამგალაური. დღეს, გამთენიისას ბრუნდებიან - ირაკლი ჩხიკვაძე, გივი ბერიშვილი, ლევან დათუნაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, დავით ხინჩაგიშვილი, ლექსო გუგავა და ვასილ კაკოვინი.
ლადო ვარძელაშვილი: "საქართველოს ნაკრების თამაშს ახალ ზელანდიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც სრულიად ლოგიკურია.
ჩვენმა ნაკრებმა უძლირეს მეტოქეებთან ღირსეულად ითამაშა და არგენტინის ნაკრებს, რომელიც წინა მსოფლიოს თასის პრიზიორია,
დავით ნამგალაური: "ნაკრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას დაანახვა რომ გრნადებთან ღირსეულად თამაში შეუძლია. ყველაზე მეტად, რაც ჩვენ ბიჭებს დააკლდათ, ეს ძლიერ გუნდებთან თამაშის დეფიციტია და იმედი მაქვს, რომ ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება, მომავალში ინგლისი, საფრანგეთი და სხვა ელიტარული ნაკრები არამარტო მსოფლიოს თასზე, არამედ მანამდეც ტესმატჩებშიც დაგვიპირისპირდებიან, რაც ჩვენ უფრო მეტად გაძლიერების საშუალებას მოგვცემს".
ალექსანდრე თოდუა: "კმაყოფლი ვარ როგორც ჩემი, ისე ნაკრების თამაშით. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან თამაშების ნაკლებობამ თავისი გაიტანა. ინგლისთან ტრავმის შემდეგ, მოედანზე დარჩენა კი მინდოდა, მაგრამ ექიმებმა ნება არ მომცეს და სწორადაც მოიქცნენ. გამოჯანმრთელება მოვახერხე და ბიჭებს დავეხმარე".
ლაშა ხმალაძე: "არგენტინასთან გატანილი ლელო როგორ გამიხარდა ყველამ ნახეთ, თუმცა ეს ლელო მარტო მე არ გამიტანია, მთელი გუნდის დამსახურება იყო ის, რომ ნაკრები არგენტინასთან დაწინაურდა. სამწუხაროდ, შემდეგ გამარჯვება ვეღარ მოვახერხეთ. მაგრამ არაფერია, ყველაფერი წინ გვაქვს. ვივარჯიშებთ და მომავალში მეტს შევძლებთ".
msy.gov.ge