დღევანდელი მდგომარეობით მოწინავეთა შორის ყველაზე დიდი პროგრესი უელსის ნაკრებმა განიცადა, რომელმაც მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრების ძლევის შემდეგ 83,21 ქულა დააგროვა და რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. ნახევარფინალში უელსელთა მეტოქე, საფრანგეთის ეროვნული გუნდი კი 82,68 ქულით მეხუთე საფეხურზეა.
რეიტინგს სათავეში ახალი ზელანდია უდგას 90,62 ქულით, მას კვალში მიჰყვება კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ავსტრალია - 87,21 ქულა. საქართველოს ნაკრები კი მსოფლიოს კლასიფიკაციაში მყარად დამკვიდრდა
მსოფლიო რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 90.62 ქულა, 2. ავსტრალია - 87,21. 3. სამხრეთ აფრიკა - 84,34. 4. უელსი - 83,21. 5. საფრანგეთი - 82,68. 6. ინგლისი - 81,58. 7. ირლანდია - 80,65. 8. არგენტინა - 80,28. 9. ტონგა - 76,63. 10. შოტლანდია - 76,20. 11. სამოა - 75,81. 12. იტალია - 73,99. 13. კანადა - 72,92. 14. საქართველო - 71,09. 15. იაპონია - 70,45, 16. ფიჯი - 68,78. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 63,98. 19. ნამიბია - 61,24. 20. პორტუგალია - 60,67.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"