ლაშა ხურციძე, საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
"დასაწყისშივე მინდა გავაჟღერო საქართველოს რაგბის კავშირის პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობა იყო ძალიან წარმატებული. იმთავითვე ვაცხადებდით,
ამ მიზანს გუნდმა მიაღწია. რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვებით ევროპაში მე-7 სარაგბო ერად საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. დანარჩენ მატჩებშიც, ვფიქრობთ, გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებას იმიტომ ვერ მივაღწიეთ, რომ არ გვეყო მაღალი რანგის გუნდებთან ხშირი თამაშის გამოცდილება.
IRB-ს მაღალჩინოსნებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ჩვენი ადგილი ერთა თასზე აღარ არის და საჭიროა რანგით უფრო მაღალი დონის გუნდებთან ერთად ვიასპარეზოთ. ასე რომ, თუ ასე გავაგრძელეთ განვითარდება მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველა მატჩში მოსაგებად გავალთ.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში წარმატებულად იასარეზა, ეს იყო ჩვენი რაგბის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი და გარწმუნებთ, ქართულ რაგბის ძალიან კარგი მომავალი აქვს.
მოლაპარაკებები წამყვან სარაგბო ქვეყნებთან მუდმივად მიმდინარეობს. ნაკრების ახალ ზელანდიაში ყოფნის დროსაც ხშირად ვხდვდებოდით IღB-ს ხელმძღვანელებს, მაგალითად, ბრუს კუკს და მარკ იგანს.
25 ოქტომბერს ოქლენდში IღB-ს კონგრესი გაიმართება, რომელშიც იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მსოფლიოს თასზე არ ასპარეზობდნენ. სწორედ ამ კონგრესის შემდეგ ცხადი გახდება რა ცვლილებები შეიძლება განხორცილედეს შეჯიბრებების სტრუქტურებში. როგორი იქნება თამაშების კალენდარი, როგორ განვავითაროთ ეროვნული და A ნაკრებები. ჩვენს გუნდებთან თამაშის თაობაზე საკმაოდ ბევრი წინადადებები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ახალი ზელანდიიდან და არგენტინიდან.
საქართველოს რაგბის კავშირს მიაჩნია, რომ აბსლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის დაკომპლექტებისას. ამ გუნდმა მოკლე დროში შეძლო საკმაოდ ბევრი ცვლილებების განხორციელება. თავად განსაჯეთ ჯონ მაგლტონმა და დონ კასკიმ "ბორჯღალოსნებთან" სულ რაღაც შვიდი თვე იმუშავეს. რიჩი დიქსონმა კი ოდნავ მეტი. ცხადია, მეტი დრო რომ ჰქონოდათ უკეთესი შედეგი გვექნებოდა.
რიჩი დიქსონი საქართველოში რაგბის განვითარების კონსულტანტად ჩამოვიდა. ის საქართველოში დარჩება, მაგრამ იქნება თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. რაგბის კავშირის პრეზიდენტი ახალ ზელანდიაში იმყოფება და მისი ჩამოსვლის შემდეგ ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთ."
ილია მაისურაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
"მთელი მოსამზადებელი პერიოდი ისე გვქონდა დაგეგმილი, რომ პირველი მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან უნდა მოგვეგო. ამისთვის ვემზადებოდით. თუმცა, ცხადია, სხვა თამაშებზეც მოსაგებად გავდიოდით.
სამწუხაროდ, შოტლანდიელებთან მატჩში გუნდი რაღაცნაირად შებოჭილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში შესანიშნავად ვითამაშეთ, იყო ბევრი ხარვეზი ხელით თამაშისას.
მეორე შეხვედრაში ინგლისის ნაკრებთან ბიჭები ფსიქოლოგიური ტვირთისგან განთავისუფლდნენ და საკმაოდ კარგი რაგბი ვაჩვენეთ. ერთი ეგ იყო, შეტევიდან დაცვაში სწრაფად გადაწყობას ვერ ვასწრებდით და ამის გამო რამდენიმე ლელო მივიღეთ.
რუმიენთთან შეხვედრას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 1999 წლიდან მოყოლებული ჩვენ რუმინელებისთვის არცერთი მნიშვნელოვანი მატჩი არ მოგვიგია. ამჯერად მსოფლიოს თასზე, მთელი მსოფლიოს თვალწინ, მათთან ბრძოლა, ევროპაში მე-7 გუნდის სტატუსისთვის გვქონდა. პირველ ტაიმში წაგების შიშის გამო ცოტა თამაში არ გამოგვივიდა, თუმცა მეორე ნახევარში ეს კომპლექსი გუნდმა მოიხსნა და რუმნელებს ყველაფერში ვაჯობეთ. თან ისეთი სახვაობით დავამარცხეთ, რომლითაც აქამდე არასდროს მოგვეგო.
თამაშებს შორის ოთხდღიანმა შუალედებმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. ბიჭები ძალების აღდგენას და ტრავმების მოშუშებას ვერ ასწრებდნენ. არგენტინის ნაკრებთან პირველ ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაინც კარგად ვითამაშეთ, იქით ლელო გავუტანეთ და ტაიმი 7:5 მოვიგეთ. მეორე ნხევარში კი აშკარად დაგვეტყო დაღლა, რამაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნდა.
ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ინგლისი, შოტლანდია და არგენტინა ნაკრების მოთამაშეებს 400-500 მორაგბედან ირჩევს. ჩვენი შესაძლებლობები კი ბვრად შეზღუდულია. ნაკრების წევრებს 45 მორაგედან ვრჩევთ და 30 თანაბარი ძალის მოთამაშის მოძიება არ ხერხდება"
ლაშა ხმალაძე, საქართველოს ნაკრების მგეზავი:
"ეროვნულ ნაკრრებში და თანაც მსოფლიოს თასზე პირველად ვითამაშე. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. ამ მწვრთნელთა ჯგუფთანა პირველად ვიმუშავე. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და შევცვალე ჩემს თამაშში."
ჯაბა ბრეგვაძე, საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი:
"ყველა თამაშის მერე ვიდეო ანალიზს ვუყურბდით და ისეთ შეცდომებზე გვითითებდნენ, რომლის გამოსწორების შემდეგაც ხელით თამაში ბევრად უკეთ გამოგვდიოდა. ჩვენი შეტევაც უფრო ორგანიზებული გახდა. მწვრთნელების ფუნქციაც ეს არის და მათ თავინათი მოვალეობა შესნიშნავად შეასრულეს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"