პრინციპი, რომლითაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ვლინდება მარტივია. იმას, ვინც კონკრეტული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდება სამი ქულა ერიცხება, ამ მატჩში მის მეორე და მესამე კონკურენტს კი შესაბამისად 2 და 1 ქულა. პრინციპი მარტივი კია, მაგრამ არა სამართლიანი, რადგან მაგალითად მამუკა გორგოძეს, რომელსაც ექვსი ქულა დაუგროვდა და ლიდერებშია, ოთხი თამაშის გამართვამ მოუწია. სხალკ ბურხერმა (სამხრეთ
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი ისეთ მორაგბეებს უსწრებს, როგორებიც არიან რიჩარდ კაჰუი (ახალი ზელანდია), ხუან მანუელ ლეგისამონი (არგენტინა), სემ ვერბარტონი (უელსი), ბენ იანგსი (ინგლისი), მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია), ბენ ფოდენი (ინგლისი), ჯერომ კაიონო (ახალი ზელანდია) და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ამ საუკეთესო მორაგბეთა მარათონში კიდევ ორი ქართველი მორაგბე მოხვდა, ესენია მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი, რომელსაც ორი ქულა აქვს და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე - ერთი ქულა.
RADIO SPORT RWC 2011-ს ვერსია
სხალკ ბურხერი (სამ.აფრიკა) - 7 ქულა, შონ ობრაიენი (ირლანდია) - 7, ჯიმი რობერტსი (უელსი) - 7, მამუკა გორგოძე (საქართველო) - 6, დევიდ პოკოქი - (ავსტრალია) - 6, რიჩარდ კაჰუი (ახ.ზელანდია) - 5, ხუან მანუელ ლეგისამონი - (არგენტინა) - 5, სემ ვერბარტონი (უელსი) - 5, ბენ იანგსი (ინგლისი) - 5, მარტინ კასტროჯოვანი (იტალია) - 4, ვინსენ კლერი (საფრანგეთი) - 4, ტოდ კლევერი (აშშ) - 4, სერჯო პარისე (იტალია) - 4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"