ამის შესახებ დღეს, "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ და ნაკრების უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა ისაუბრეს.
ნიჟარაძის განცხადებით, ახალი მწვრთნელის კანდიდატურის შერჩევაზე რაგბის კავშირი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, განიხილებოდა 60 კანდიდატი, საბოლოო არჩევანი კი ბრიტანელ, ფრანგ და ახალ ზელანდიელ მწვრთნელებს შორის გაკეთდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების ინტერესების, მიზნებისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, საუკეთესოდ ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი შეირჩა.
როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტი
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 20 დეკემბერს თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდება, მისი პრინციპი იქნება 2 წელს პლუს 2 ან 2 წელს პლუს 1 და პლუს 1.
ნიჟარაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში მოხდება მწვრთნელზე დაკვირვება, კონტრატქის გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება, ახალმა შტაბმა წარმოადგინოს ოთხწლიანი გეგმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი განვითარებისა.
რაც შეეხება ანაზღაურებას, მილტონ ჰეიგი ყოველთვიურად საქართველოს რაგბის კავშირისგან 9 000 ევროს მიიღებს, სამწვრთნელო შტაბში მასთან ერთად იმუშავებენ, აგრეთვე, ზელანდიელი კრის გიბსი და ორი ქართველი სპეციალისტი - ილია მაისურაძე, რომელიც ამჟამადაც არის ნაკრების მწვრთნელი და ილია ზედგენიძე.
როგორც დღეს ითქვა, მილტონ ჰეიგს საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ჩანააცვლებს შოტლანდიელ სპეციალისტ რიჩარდ დიქსონს, რომელიც საქართველოს ნაკრებს გასული ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
"ინტერპრესნიუსი"