აქაური მედია საშუალებები ფარულნარევი სიამაყით წერენ, რომ მათი თანამემამულეები მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებად ნაკრებს ჩაუდგებიან სათავეში.
აი, რას წერს ახალზელანდიური "ჰერალდი" (www.nzherald.co.uk)
"ახალზელანდიელი მწვრთნელები, მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელებად დაინიშნენ. ისინი ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს იანვარში ჩაიბარებენ და მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა დაიწყებენ მუშაობას გუნდში, რომელმაც 2011 წელს შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიოს თასის გათამაშებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული ნაკრები 25:9
ჰეიგი და გიბსი ხელს მოაწერენ ორწლიან კონტრაქტს, რომელიც, შესაძლოა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს, თუ ეს მწვრთნელები წარმატებულად იმუშავებენ.
- ჩვენ ვიცით, რომ ახალზელანდიელები რაგბით ცხოვრობენ და სუნთქავენ. ვფიქრობთ, რომ მილტონი და კრისი ქართულ რაგბის სხვა, გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანენ.
საქართველოს ახლა ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ახალზელანდიურ რაგბისთან. ჩვენ მადლიერნი ვართ მათი მუდმივი მხარდაჭერის გამო.
მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, როცა ახალი მწვრთნელების ძებნა დავიწყეთ, ამ ქვეყნის ფედერაციამ დიდი დახმარება გაგვიწია, მათ რამდენიმე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტის კანდიდატურა შემოგვთავაზეს.
ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის იყვნენ ფრანგი და ბრიტანელი სპეციალისტებიც, თუმცა ჩვენ არჩევანი მილტონსა და კრისზე შევაჩერეთ, რადგან გავითვალისწინეთ მათი ცოდნა, გამოცდილება და სურვილი, საქართველოში დასახლდნენ - გვითხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ.
ჰეიგმა, რომელიც მორაგბეობისას ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშობდა და მოგვიანებით ახალი ზელანდიის მაორების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, სიხარული გამოთქვა, რომ შესანიშნავი შანსი მიეცა, საერთაშორისო არენაზე თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეხლა ეგ კაცი რომ ჩამოვა, არ არის საჭირო ზედმეტი ტაშფანდური. დავხვდეთ ქართულად, მაგრამ მოვითხოვოთ საქმე თავიდანვე.