"ბორჯღალოსნები" - ბევრი ახალგაზრდა და დებიუტანტი

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის წლევანდელ გათამაშების პირველ ტურში, 4 თებერვალს, სტუმრად დნეპროპეტროვსკში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" საწვრთნელ შეკრებას 30 იანვრიდან დაიწყებენ.

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელებმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გააცხადეს, რომელშიც საკმაოდ ბევრი ახალი მოთამაშე მოხვდა. სრულიად გადახალისებულია შერკინების პირველი ხაზი. გამოძახებულთა შორის ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე არცერთს უთამაშია. მეტიც ექვსიდან ხუთი დებიუტანტია. ამათგან ორს მიხეილ ნარიაშვილს (მონპელიე) და ბექა შეულაშვილს (აჟენი) საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის გამოცდილება აქვთ.

მეორე ხაზი თითქმის უცვლელია. აქ მხოლოდ ერთი
სიახლეა. ილია ზედგინიძე, რომელიც ამჟამად მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტია, ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ (ტულონი) შეცვალა.

მესამე ხაზში მსოფლიოს თასის შემადგენლობიდან ყველა ადგილზეა, ამათ დაემატა არმიელი გიორგი კალმახელიძე და ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე (ბრივი), ორივე დებიუტანტია.

უკანა ხაზში ოთხწლიანი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა გიორგი შკინინი (არმია). ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება მის თანაგუნდელს, გარემარბ ალექსანდრე ტუჩაშვილს, რომელიც საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდენენ ასევე ახალგაზრდა შუამარბები გიორგი ჯიმშელაძე (არმია) და მერაბ შარიქაძე (აკადემია), ფულბეკი გიორგი წიკლაური (გდანსკი) და ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე. ამ უკანასკნელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა შარსან ბუქარესტში გამართულ IRB-ს ერთა თასზე და მოგვიანებით, ნაკრების მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზეც იყო.

დაშავებულნი არიან და განაცხადში არ არიან "ლელოს" მგეზავი ლაშა ხმალაძე და "პერიგოს" შუამარბი თედო ზიბზიბაძე.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ბექა მეკოკიშვილი (არმია)
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ბალან დაჟენი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი კალმახელიძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე (ბრივი).
N
9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
N10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
N12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), გიორგი ჯიმშელაძე (არმია), მერაბ შარიქაძე (აკადემია).
N11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე (სამივე-არმია), ალექსანდრე თოდუა (ლელო).
N15: რეზო გიგაური (ბულონი), ბექა წიკლაური (გდინია).

ერთა თასი
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

4 თებერვალი
უკრაინა-საქართველო
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
10 მარტი
რუმინეთი-საქართველო
17 მარტი
საქართველო-რუსეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრინციპში ძირითადის ბიჭებიდან სუთიაშვილი,ზირაქა, ნატრიაშვილი, ,კაკოვინი, ხინჩაგა, ქუბრიაშვილი, ფეიქრიშვილი და ბრეგვაძე არ არიან;)
karlsoni
12:33 28-01-2012
0

სიახლეები პოპულარული