საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის დებიუტი გადაიდო

AutoSharing Option
უკრაინაში მძიმე მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაგბის ერთა თასის კალენდარში ცვლილებები მოიტანა. საქართველოს რაგბის ნაკრებს 2012 წელი დნეპროპეტროვსკში უკრაინასთან 4 თებერვალს უნდა დაეწყო, მაგრამ სტადიონ "მეტეორის" მოყინვის გამო მხარეები მატჩის გადადებაზე შეთანხმდნენ.

ამ თამაშის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ არ დადგენილა. მილტონ ჰეიგის გუნდს უკრაინასთან სავარაუდოდ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მოუწევს. მანამდე "ბორჯღალოსნებს" დანარჩენ ოთხ მეტოქესტან ნათამაები ექნებათ.

ამგვარად ახალზელანდიელი მწვრთნელების ოფიციალური დებიუტი ერთა თასის მეორე მატჩში, 11 თებერვალს ესპანეთთან შედგება, რომელიც მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება

ესპანეთის შემდეგ საქართველო 25 თებერვალს პორტუგალიას მასპინძლობს, 10 მარტს რუმინეთს ესტუმრება და 17 მარტს რუსეთს თბილისში დაუხვდება.

საქართველოს ნაკრები მიმდინარე ერთა თასზე პირველ ადგილზეა შარშან მოგებული ხუთივე თამაშის წყალობით. შეგახსენებთ, რომ ერთა თასი ორწლიანი ფორმატით ტარდება და ექვს მონაწილეს 2011 და 2012 წლებში ხუთ-ხუთი თამაში უწევთ.

მილტონ ჰეიგის გუნდში უკრაინასა და ესპანეთთან თამაშებისთვის 26 მორაგბეა გამოძახებული, რომლებიც მადრიდული შეხვედრისთვის მოემზადებიან. ეს შემადგენლობა რამდენადმე ექსპერიმენტულია და პორტუგალიასთან მატჩში მასში ცვლილებებია მოსალოდნელი.

შერკინება: ბექა შეყლაშვილი, კარლენ ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე, დიმიტრი ბასილაია, ვიქტორ კოლელიშვილი, გივი ბერიშვილი გიორგი კალმახელიძე
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი ბეგაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, რევაზ გიგაური, გიორგი ჯიმშელაძე, ირაკლი მაჩხანელი, გიორგი შკინინი, ალექსანდრე თოდუა, ალექსანდრე ტუჩაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: კრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული