უკრაინა-საქართველო გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში ასპარეზობა უკრაინის ეროვნულ გუნდთან სტუმრობით უნდა დაეწყო. თუმცა, დნეპროპეტროვსკში, სადაც მატჩი უნდა გამართულიყო დიდი ყინვები დაიჭირა. როგორც დნეპროპეტროვსკის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა დენის დავიდოვმა თქვა:

"სამწუხაროდ, უკრაინაში ყინვიანი ზამთარი დადგა. თუმცა ასეთ პირობებშიც კი შეგვიძლია სტადიონ "მეტეორის" გაზონი სრულ მზადყოფნაში გვქონდეს, მაგრამ ფიზიკის კანონები არავის გაუუქმებია. ხელოვნური გათბობისას ყინვასთან ურთიერქმედებაში, მინდორი 15-20 წუთში ასფალტივით გახდება. სწორედ ამის გამო FIRA AER-თან და საქართველოს რაგბის კავშირთან შეთანხმებით გადაწყდა თამაშის გადატანა."

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება "ბორჯღალოსნების" დაპირიპირება
უკრაინის ნაკრებთან. თუმცა, ჩვენი ეროვნული გუნდი დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებას მაინც გამართავს, რათა მეორე ტურის მატჩისთვის, რომელიც 11 თებერვალს მადრიდში გაიმართება, უკეთ მოემზადოს.

ესპანელთა ნაკრების ფრანგმა თავკაცმა რეჟის სონემ იმ 24 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მადრიდში "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "ლომები" ჩვენს გუნდს მთლიანად სახეშეცვლილი დაუხვდებიან. იმ შემადგენლობიდან, რომელმაც შარშან თბილისში ითამაშა, გუნდში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეღა დარჩა. ესენია: ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), დავით გურგენიძე (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

როგორც ზემოხსენებული მორაგბეების კლუბების დასახელებიდან ჩანს, რეჟის სონე ლეგიონერ მორაგბეებს ეყრდნობა. 24 მორაგბედან ესპანეთში მოთამაშე მხოლოდ ექვსია, თვრამეტი კი ფრანგული და ინგლისური კლუბების წარმომადგენლები არიან.

საგუსლისხმოა, რომ ასეთი შემადგენლობით ესპანეთის ნაკრებს არასდროს უთამაშია. სონე მუდამ ძიებაშია და სურს გუნდის ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოაყალიბოს, რომელსაც ექნება იმის პოტენციალი, რომ მომავალი წლიდან 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურისთვის იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ შარშან თბილისში, საქართველოს ნაკრებმა ესპანელ "ლომებს" 60:0 მოუგო.

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), ფრენკ ლაბე (ბორდო), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), დავით გურგენიძე (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ერთა თასი
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
უკრაინა-ესპანეთი
10 მარტი
პორტუგალია-ესპანეთი
17 მარტი
ესპანეთი-რუმინეთი
19 მაისი
რუსეთი-ესპანეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული