"ბორჯღალოსნები" საესპანეთოდ მზადებას შეუდგნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებისთვის მზადებას შეუდგა. "ბორჯღალოსნები" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბნენ და ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართეს.

ჩვენი ეროვნული გუნდის ახალზელანდიელი მწვრთნელების მილტონ ჰეიგისა და კრის გიბსის განკარგულებაში 32 მორაგებეა. გასული კვირის ბოლოს გაცხადებულ შემადგენლობას კიდევ ერთი მორაგბე, "ლელოს" ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი დაემატა. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალზელანდიელებს ასისტენტობას ქართველი მწვრთნელები ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე გაუწევენ.

ერთა თასის გათამაშება მომავალ უქმეებზე რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხნსება. იმავე დღეს საქართველოს ნაკრებს დნეპროპეტროვსკში უკრაინის ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა, მაგრამ
დიდი ყინვების გამო ეს შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

"ბორჯღალოსნები" წლეულს პირველ შეხვედრას 11 თებერვალს ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ. მანამდე კი მწვრთნელებს საკმარისი დრო ექნებათ მოთამაშეები ახლოს გაიცნონ და თამაშის სამომავლო კონცეფცია დაამუშავონ.

აღსანიშნავია, რომ საწვრთნელ შეკრებაზე არ იმყოფება გუნდის არცერთი ძირითადი პირველხაზელი. მეტიც, ექვსი ახალწვეულიდან ხუთი დებიუტანტია. ორს მიხეილ ნარიაშვილს (მონპელიე) და ბექა შეულაშვილს (აჟენი) საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის გამოცდილება აქვთ.

მეორე ხაზი თითქმის უცვლელია. აქ მხოლოდ ერთი სიახლეა. ილია ზედგინიძე, რომელიც ამჟამად მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტია, ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ (ტულონი) შეცვალა. შეკრებაზე არ იმყოფება ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი), რომელსაც კლუბის ბოლო შეხვედრაშიც არ უთამაშია.

მესამე ხაზში მსოფლიოს თასის შემადგენლობიდან შალვა სუთიაშვილის (მასი) გარდა ყველა ადგილზეა. ამათ დაემატა არმიელი გიორგი კალმახელიძე და ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელი ბექა ბიწაძე (ბრივი), ორივე დებიუტანტია.

უკანა ხაზში ოთხწლიანი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა გიორგი შკინინი (არმია). ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება მის თანაგუნდელს, გარემარბ ალექსანდრე ტუჩაშვილს, რომელიც საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდენენ ასევე ახალგაზრდა შუამარბები გიორგი ჯიმშელაძე (არმია) და მერაბ შარიქაძე (აკადემია), ფულბეკი გიორგი წიკლაური (გდანსკი) და ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე (ყოჩები).

დაშავებულია და განაცხადში არ არის "ლელოს" მგეზავი ლაშა ხმალაძე. ნაკრებში ამ ეტაპზე არ გამოუძახიათ ასევე თედო ზიბზიბაძე (პერიგო), და მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ბექა მეკოკიშვილი (არმია)
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ბალან დაჟენი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი).
მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი კალმახელიძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბექა ბიწაძე (ბრივი).
№9: ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
№10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
№12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), გიორგი ჯიმშელაძე (არმია), მერაბ შარიქაძე (აკადემია).
№11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე (სამივე-არმია), ალექსანდრე თოდუა (ლელო).
№15: რეზო გიგაური (ბულონი), ბექა წიკლაური (გდინია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

ერთა თასი
4 თებერვალი
უკრაინა-საქართველო
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
10 მარტი
რუმინეთი-საქართველო
17 მარტი
საქართველო-რუსეთი

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 16, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო ბესო, სუთიაშვილი რატო არაა ხო არ იცით?:)
karlsoni
11:49 01-02-2012
0
სუთიაშვილი და კაკოვინი რატო არაა კიდე?
ვახო
13:35 01-02-2012
0

სიახლეები პოპულარული