"ბორჯღალოსნები" ესპანეთში - შვიდი დებიუტანტით და მამუკა გორგოძის გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დღეს გამთენიისას ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრა, სადაც შაბათს, ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველ შეხვედრას გამართავს მასპინძელთა გუნდთან.

"ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თან 24 მორაგბე იახლა. აქედან შვიდი, შუამარბი მერაბ შარიქაძე (აკადემია), პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ლევან ჩილაჩავა (ტულონიუ), მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), მესამეხზელები გიორგი კალმახელიძე და ბექა ბიწაძე (ბრივი) დებიუტანტები არიან.

განაცხადში არ არის მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთში დაბრუნდა. კიდევ ერთმა მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა კი ცხვირი გაიტეხა. ჰეიგმა სამი ცხრანომრიდან ამ ეტაპზე უპირატესობა
ირაკლი აბუსერიძეს (ოსერი) და გიორგი ბეგაძეს (ყოჩები) მიანიჭა. აკადემიელი ბიძინა სამხარაძე კი, რომელიც ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილეა, ამჯერად თბილისში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ შარიქაძე საქართველოს 19-წლამდელთა წევრიცაა. მიქაუტაძემ, ჩილაჩავამ და ბიწაძემ კი შარშან თბილისში გამართულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფიზე" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იასპარეზეს. ეროვნულ ნაკრებს თითქმის ოთხწლიანი შესვენების შემეგ დაუბრუნდა გარემარბი გიორგი შკინინი (არმია).

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ ემზადებიან ესპანელებიც. მათი თავკაცის რეჟის სონეს მიერ ერთი კვირის წინათ გაცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა. ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯმა დავით გურგენიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ჯო ჰატჩინსონი იხმეს. ფრანგულმა კლუბმა "ბორდომ" არ გაანთავისუფლა შერკინების კვაჭი ფრენკ ლები, რომელიც ბიარიცელმა არტეა დელ გეტხომ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. მატჩის ტელეტრანსლიაციას პირველი არხი გადასცემს.

საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიგაური (ბულონი), 14. გიორგი შკინინი (არმია), 13. დავით კაჭარავა (ნიცა), 12. მერაბ შარიქაძე (აკადემია), 11. ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), 9. ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა შეყლაშვილი (აჟენი), 4. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), 6. გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), 7. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 8. დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
16. კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), 17. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 18. გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), 19. გიორგი კალმახელიძე (არმია), 20. გიორგი ბეგძე (ყოჩები), 21. ბექა წიკლაური (გდანსკი), 22. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 23. ლაშა მალაღურაძე (ვალანსი), 24. ბექა ბიწაძე (ბრივი).

ესპანეთის ნაკრები

ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), არტეა დელ გეტხო (ბიარიცი), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), ჯო ჰატჩინსონი (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, პორტუგალია-რუსეთი, რუმინეთი-უკრაინა (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 20, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაურკვევლია, გორგოძე არ წაიყვანეს, თუ არ არის საჭირო.
bondo
11:33 09-02-2012
0

სიახლეები პოპულარული