ესპანეთი VS საქართველო - ახალი თაობის პირველი სერიოზული გამოცდა

AutoSharing Option
11 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მადრიდში ერთა თასის გათამაშების პირველ შეხვედრას მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან გამართავს.

"ბორჯღალსონები" ესპანეთში ხუთშაბათს ჩავიდნენ და იმავე დღეს მთელი დატვირთვით ივარჯიშეს.

ჩვენი ეროვნული გუნდი ესპანელებს თითქმის ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდება, რადგან იმ 24 კაცში, რომლებიც ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თან იახლა, შვიდი დებიუტანტია. ესენი არიან: შუამარბი მერაბ შარიქაძე (აკადემია), პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ლევან ჩილაჩავა (ტულონიუ), მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), მესამეხზელები გიორგი კალმახელიძე და ბექა ბიწაძე (ბრივი).

ტრავმირებულნი არიან და ნაკრებს ვერ ეხმარებიან
შერკნების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე და მგეზავი ლაშა ხმალაძე. ამ ეტაპზე ნაკრებში არ გამოიძახეს პირველხაზელები დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ანტონ ფეიქრიშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ეროვნულ გუნდს დარჩენილ შეხვედრებში შეუართდებიან მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი და შუამარბი თედო ზიბზიბაძე.

ესპანელები "ბორჯღალოსნების" დასახვედრად ორშაბათიდან ემზადებიან. "ლომებმა" დასახმარებლად სამხედრო კოლეჯის ფსიქოლოგებს უხმეს. ჯერ მწვრთნელებს ჩაუტარეს სეანსი, მერე კი მოთამაშეების ჯერი დადგა. უშველის თუ არა ეს ფსიქოლოგიური დახმარება ესპანელ მორაგბეებს დღეს მოედანზე გამოჩნდება.

ესპანეთის ნაკრებთან ჩვენ ეროვნულ გუნდს სულ თერთმეტჯერ უთამაშია, აქედან რვა "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ორშიც გამარჯვებას "ლომებმა" მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. მატჩის ტელეტრანსლიაციას პირველი არხი გადასცემს.

* * *
მეორე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრიდან ბუქარესტში გასამართი მატჩი რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გადაიდო. პორტუგალიელები კი ლისაბონში რუსეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, რომელშიც სამი ეთნიკურად ქართველი თამაშობს.

"ლობუშების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ეროლ ბრაიანმა გასულ უქმეებზე რუმინელებთან მატჩში ნათამაშები შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

პორტუგალიელებმა ბუქარესტში უმძიმეს პირობებში პირველ ნახევრში შეძლეს მრისხანე მეტოქის დაჩაგვრა, თუმცა სასურველი შედეგის შენარჩუნება ვერაფრით შეძლეს.
რუსები წლეულს პირველ მატჩს გამართავენ. მათმა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯონსმა საწვრთნელი შეკრება სოჭში ჩაატარა. ტრავმების გამო გუნდს დააკლდნენ ალექსანდრე ვოიტოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი პოპოვი და კირილ კუშნარიოვი. ინგლისურმა კლუბებმა არ გაანთავისუფლეს ვასილი არტემევი, ანდრეი ოსტრიკოვი და ვლადისლავ კორშუნოვი.

ქართველთაგან გუნდთან ერთად ლისაბონში გაემგზავრნენ ვასილ კვერნაძე და ძმები, ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები.

საქართველო-ესპანეთი
საქართველოს ნაკრები: 15. რეზო გიგაური (ბულონი), 14. გიორგი შკინინი (არმია), 13. დავით კაჭარავა (ნიცა), 12. მერაბ შარიქაძე (აკადემია), 11. ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), 9. ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა შეყლაშვილი (აჟენი), 4. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), 6. გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), 7. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 8. დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
16. კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), 17. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 18. გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), 19. გიორგი კალმახელიძე (არმია), 20. გიორგი ბეგძე (ყოჩები), 21. ბექა წიკლაური (გდანსკი), 22. ალექსანდრე თოდუა (ლელო),
ესპანეთის ნაკრები: ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლიონსი (ორივე-სანტაბოიანა), ხოსე ბლაკო (ვიგო), ჯონათან ფილიპსი (ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე-პერიგო), ხესუს რეკუერდა (ლილი), არტეა დელ გეტხო (ბიარიცი), ჩარლი მელი (ბეზიე), სებასტიან ასკარატი, მატიო პელუშონი (ორივე-ოში), ბენატ ეჩეპარე, მატიო ვისენსანი (ორივე-ტიროსი), მატიო როჩა (ორიაკი), ჯო ჰატჩინსონი (კარკასონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), სებასტიან პიფარდი (სენტ ეტიენი), პიერ გარსია (კასტრი), სერხიო სევილია (კლერმონი), სეზარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

პორტუგალია-რუსეთი
პოტუგალიის ნაკრები: პირველი ხაზი: მიქაელ დიასი, ჟოა ჟუნიორი, დუარტე ფორო, ვასკო მარკესი (ოთხივე-კდული), ჟოზე და კოსტა, ფრანსსიკო დომინგეში (ორივე-აგრონომია), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), ჟოაო მატეუში (აკადემიკა), ბრუნო როჩა (ტექნიკო), მაიკ ტაჯერი (მასი)
მეორე ხაზი: რუი დორეი, გინსალო უვა (ორივე-დირეიტო), დუარტე გილი (კდული), დავიდ რეისი (ნიმი).
მესამე ხაზი: ჟოაო პაივა (აგრონომია), ვასკო უვა, ლუიშ სოუზა (ორივე-დირეიტო), სალვადორ ვასალ (კასკაისი), ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ჟუან სევერინო (სანტაბოიანა).
N9: ფრანსისკო მაგალიაეში (კდული), პედრო ლეალი (ნიცა).
N10: პედრო კაბრალი, ნუნო კოსტა (ორივე-კდული), იანიკ რიკარდო (კასტანე).
N12-13: კარლ მურეი, ბერნარდო სილვეირა, ფრედერიკო ოლივეირა (სამივე-კდული).
N11-14: ადერიტო ესტევეში (დირეიტო), ჟოზე ლიმა (აგრონომია).
N15: გონსალო ფორო (კდული), ანტონიო აგილარი (დირეიტო).

რუსეთის ნაკრები: მიხაილ ბაბაევი, არტიომ ფატახოვი, იური კუშნარიოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა-ვვა), ვალერი ცნობილაძე, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, ინოკენტი ზიკოვი, ნიკიტა მედკოვი, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი გერასიმოვი, დენის სიმპლიკევიჩი (ყველა-ენისეი), გიორგი ცნობილაძე, ნაზირ გასანოვი, ანდრეი გარბუზოვი, ანტონ რიაბოვი, ალექსეი მაკოვეცკი (ხუთივე-კრასნი იარი), დენის ანტონოვი (სლავა), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), ვლადიმირ ბოლტენკოვი (პენზა), ვლადიმირ ოსტროუშკო (სამხრეთი), ვიქტორ გრესევი (ვოსფსი).

ერთა თასი
11 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, პორტუგალია-რუსეთი, რუმინეთი-უკრაინა (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 22 ქულა, 2. რუმინეთი - 20, 3. პორტუგალია - 14, 4. რუსეთი - 11, 5. ესპანეთი - 10, 6. უკრაინა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გორგოძე რატომ არ არის გამოძახებული არავინ იცის?
bondo
14:28 11-02-2012
0
წააგო გუნდმა,ვინმემ მითხარით ერთი მწვრთნელის რა ხელწერა შეამჩნიეთ?რა იყო ეს საერთოდ თუ იცით?
tamazi
20:49 11-02-2012
0

სიახლეები პოპულარული