"ბორჯღალოსნებს" დაღმასვლა დაეწყოთ

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მარცხმა სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს კლასიფიკაციის მეორე ათეულში დიდი ცვლილებები გამოიწვია.

"ლომებთან" მარცხის გამო "ბორჯღალოსნებს" თითქმის ორი ქულა დააკლდათ და რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ, ჩვენმა გუნდმა ადგილი იაპონიას გაუცვალა და ახლა 69,32 ქულით კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზეა.

სამაგიეროდ, დიდად იხეირა ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა საუკეთესო ოცეულში.

ესპანელები, რომლებიც აქამდე სარეიტინგო კიბეზე 22-ე საფეხურზე იყვნენ, ჩვენთან გამარჯვების შედეგად სამი საფეხურით დაწინაურდნენ და რუსეთის ნაკრებიც უკან ჩამოიტოვეს.

IRB
-ს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 91,43 ქულა, 2. ავსტრალია - 87,99. 3. საფრანგეთი - 84,70. 4. სამხრეთ აფრიკა - 84,34. 5. ინგლისი - 82,81. 6. უელსი - 81,15. 7. არგენტინა - 80,28. 8. ირლანდია - 79,25. 9. ტონგა - 76,63. 10. სამოა - 75,81. 11. შოტლანდია - 75,30. 12. იტალია - 73,53. 13. კანადა - 72,92. 14. იაპონია - 70,45. 15. საქართველო - 69,32. 16. ფიჯი - 68,78. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 64,21. 19. ესპანეთი - 62.10. 20. რუსეთი - 61,69. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 60,47. 23. ჩილე - 59,52. 24. პორტუგალია - 57,91.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩილი მაგარი ქვეყანაა :-))))))
Giorgipirweli
10:37 14-02-2012
0
აი, ამას ვწერდი, მეორე სტატიაში... მაგრად დავშორდით 6 ერს... 4.21 ქულის აღმოფხვრა, რომ იტალაის დავეწიოთ, შეუძლებლად მიმაჩნია, თან იტალიაც კარგად ათამაშდა, ეგენი მოუმატებენ ჩვენს ნაცლად კიდევ...
დევიდ აირონს
11:24 14-02-2012
0

სიახლეები პოპულარული