საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია გადათელა - 32:7

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის გათამაშების მესამე ტურში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" უმასპინძლა და 32:7 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის პირველი გამარჯვება იყო "ბორჯღალოსნების" თავკაცის რანგში. შეგახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთში მასპინძლებთან 18:25 დათმო.

ავჭალაში გამართულ მატჩის საწყის წუთებში თამაში ქაოტურად მიმდინარობდა, ანგარიშის გახსნის პირველი შესაძლებლობა კი სტუმრებს მე-6 წუთზე მიეცათ. საჯარიმო ჯოზეფ გარდSportall.Geნერმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" იძალეს და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, თუმცა ბურთით წინ თამაშის გამო
ჯარიმდებოდნენ.

პირველი ტაიმის შუაში ლელოს დადების შანსი პორტუგალიელებს მიეცათ, როდესაც გიორგი შკინინმა საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს აბრეგანი ვერ აიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ იხეირეს.

ამ ეპიზოდიდან ოთხ წუთში ეროვნულ გუნდში თავისი პირველი ლელო ლევან შარიქაძემ მიითვალა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩვენების გათამაშებული ჯარიმის შემდეგ შეაღწია. რეალიზაცია ზუსტად შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა და ანგარიში 7:0 გახადა.

სხვათა შორის, მანამდე კვირიკაშვილმა შეძლო ქართველთა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში ბურთით შეჭრა, თუმცა მატჩის არბიტრმა ლელო რატომღაც არ დააფიქსირა.

ტაიმის დასრულებამდე არეული თამაში წარიმართა, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა (7:0).

აი, მეორე ნახევრიდან კი მილტონ ჰეიგის შეგირდების უპირატესობა ნელ-ნელა თვალსაჩინო გახდა, რაც ანგარიშში მალევე აისახა. ტაიმის დასაწყისში "ბორჯღალოსნებმა" ჯერ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ათ ქულამდე გაზარდეს, შემდეგ კი მარცხენა ფლანგიდან კარგი შეტევა გიორგი შკინინმა ლელოთი დააგვირგვინა. რეალიზაცია "მეკომაც" ზუსტად დაარტყა და ანგარიში 17:0 გახდა.
Sportall.Ge
შეხვედრის 52-ე წუთისთვის ქართველთა მრავალფაზიანი შეტევა კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით დაგვირგვინდა (20:0).

მადაზე მოსულ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ამ მატჩის მოგება პრემიალური ქულით ეწადა, მეტოქე ვეღარ აკავებდა - ჯერ იყო და, მე-60 წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტნის დავით კაჭარავას გარღვევის შეკავება სტუმრებს ჯარიმად და ეშტევეშის გასინბინებად დაუჯდათ, შემდეგ კი მამუკა გორგოძეს ვერაფერი მოუხერხეს და ამ უკანასკნელის პასით რეზო ბელქანიას ლელოს დადება არ გასჭირვებია - 25:0!

გარდასახვის შესრულებისას კვირიკაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა.

75-ე წუთზე სტუმრებმა ფხა გამოაჩინეს - მარჯვენა კიდეზე იძალეს და ლელო დაგვიდეს. თავი ჟულიენ ბარდიმ გამოიჩინა, იანიკ რაკარდუმ კი ზუსტად დაარტყა რეალიზაცია და ანგარიშში სხვაობა შემცირდა.

დარჩენილ დროში მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელოს დადება ქართველმა მორაგბეებმა მაინც შეძლეს. მეტოქის აუტის მოგების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" შეუტიეს, გამოსარჩევი გიორგი ჩხაიძის გარჯა იყო, საბოლოოდ კი პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება დავით ქუბრიაშვილმა შეძლო. მერაბ კვირიკაშვილს მიზნისთვის ამჯერად არ აუცილებია და მატჩის საბოლოო შედეგი - 32:7 დაფიქსირდა.
Sportall.Ge
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ერთა თასის გათამაშებაში მომდევნო მატჩს მილტო ჰეიგის შეგირდები უკვე 10 მარტს, ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ევროპის ერთა თასზე პარალელურად კიდევ ორი მატჩები გაიმართა - სოჭში რუსეთის ეროვნული გუნდი რუმინეთის ნაკრებთან 0:25 განადგურდა, ესპანელებმა კი უკრაინაში 41:6 გაიმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად ითამაშეს,ჯიგრები ხართ !!!!შარიქაძე,კოლელიშვილი და კაჭარავა-იყვნენ საუკეთესოები.ესე კარგად ხელით თამაში არ მახსოვს ,ცოტას თუ დახვეწავენ კიდევ ძაან მაგარი გუნდი გვეყოლება!
sandro samkharadze
12:45 26-02-2012
0
შარიქაძეს მერაბია ჰქვია და არა ლევანი
ლუკა
23:23 25-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული