სამაგიეროდ, შესანიშნავ ხასიათზე გახლდათ ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი. მილტონ ჰეიგმა ბიჭები შეაქო და თქვა, დავალება პირნათლად შეასრულეს, თუმცა მეტიც შუძლიათო. რა შეუძლიათ ამას მომავალში აუცილებლად ვნახავთ. ეს მატჩი კი ისეთი იყო,
შესანიშნავი იყო გუნდის კაპიტანი, შუამარბი დავით კაჭარავა. როგორც ყოველთვის ის დაცვაშიც კლდესავით იდგა და შეტევაშიც სახიფათო იყო. როგორც კაპიტანი გუნდს მშვენივრად მართავდა.
მამუკა გორგოძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს დონის მორაგბეა. მან ოთხიდან სამ სალელოვე შეტევაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. თავის ძალ-ღონით მეტოქესაც ავიწროვებდა და პასებსაც უხვად არიგებდა.
თავდაუზოგავად იბრძოდა მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომლის სახელსაც "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" შეკრებილი ქომაგი ხშირად სკანდირებდა. "ვიტომ" თითქმის ყველა ბოჭვა უზადოდ შეასრულა და მეტოქე ერთხელაც არ გაქცევია. ამასთან შესანიშნავი მღლეტელის თვისებებიც წარმოაჩინა.
ცალკე, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 18 წლის შუამარბი მერაბ შარიქაძე. ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე დიდი ხანია რაგბის სპეციალისტების თვალთახედვის არეალშია და მისგან დიდი რაგბის თამაშს ელიან. ამის პოტენციალი მერაბს ნამდვილად აქვს.
გიორგი შკინინი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უჩვეულო ფულბეკის პოზიციაზე თამაშობდა, თამამად შეიძლება ითქვას, ნაკრებში საბოლოოდ დაბრუნდა. ის სწრაფია, მოქნილი და ამას დაუმატეთ გამოცდილებაც, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ეროვნულ ნაკრებში პირველად ითამაშა მეორეხაზში ამპლუის მესამეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ და ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. საკმაო პრაქტიკისა და ამ პოზიცაზე გამოცდილების მიღების შემდეგ, იმედი გვაქვს ის კიდევ უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ეროვნულ გუნდს.
სრულიად გაამართალა ნდობა ცხრა ნომერმა, გიორგი ბეგაძემ, რომელსაც ერთა თასის გათამშებაში დებიუტი ჰქონდა. მას რაკიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოჰქონდა ბურთი და შეტევის მიმართულებასაც დროულად, სწორად ირჩევდა.
ერთი სიტყვით, აშკარად ჩანდა, რომ გუნდი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციებისა და სისტემის თამაშში ამოქმედებას ცდილობდა.
დასაწყისში თითქოს გაგვიჭირდა. მეტოქეც, რომელიც არაფრის დათმობას აპირებდა, ძალზედ გაგვიძალიანადა და ანგარიში 34-ე წუთამდე გაუხსნელი იყო.
პირევლი ტაიმის მე-20 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა. "ლობუშებს" ანგარიშში დაწინაურება დასაწყისშივე შეეძლოთ, თუმცა მათმა ავსტრალიელმა ფულბეკმა ჯოზეფ გარდნერმა საჯარიმო მოედნის ცენტრიდან დაარტყა და ვერ გაიტანა. სტუმრებს პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლოთ ხიფათის შექმნა, რაც ჩვენი მორაგბეების შეცდომების შედეგი უფრო იყო, ვიდრე პორტუგალიელთა ძალისხმევის. ორივე შემთხვევაში "ბორჯღალოსნებმა" ვითარების განმუხტვა შეძლეს.
პირველი ტაიმის მე-20 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა ინიციატივას დაეუფლა და, როგორც უკვე ვთქვით, ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა. "ლელო" შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაიტანა. თუმცა რამდენიმე წუთით ადრე მატჩის იტალიელმა არბიტრმა მერაბ კვირიკაშვილის მიერ გატანილი ლელო არ ჩათვალა.
შარიქაძის სალელოვე შეტევა კი ასე დაიწყო. პორტუგალიელთა ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში ჩვენს სასრგებლოდ შერკინება დაინიშნა. ქართველმა მორკინალებმა მეტოქეს წესის დარღვევა აიძულეს. საჯარიმო მამუკა გორგოძემ სწრაფად გაათამაშა და დაცვის ხაზის გაჭრა სცადა.
წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ბეგაძემ სწრაფად გამოიტანა და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე კვირიკაშვილს გადააწოდა, ამან შეტევაში შარიქაძე ჩართო, რომელმაც ცრუ მანევრით ორი მეტოქე გააცურა და ლელოში შეაღწია. კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნების" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ჩვენი მორაგბეები მეტწილად ხელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ საწადელის მიღწვას, რაც გამოსდიოდათ კიდეც. კვირიკაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 42- წუთზე ახლო მანძილიდან საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა - 10:0.
ამას ოთხ წუთში სალელოვე შეტევა მოჰყვა. მოედნის ცენტრში ვიქტორ კოლელიშვილმა იყოჩაღა, მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და შეტევა წამოიწყო. ის მალევე შებოჭეს, თუმცა ბეგაძე წამოეშველა, რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარჯვნივ მოკლე ფრთაზე გორგოძეს გადააწოდა.
ამან კიდევ უფრო მარჯვნივ, კიდესკენ დავით კაჭაარავა ჩართო შეტევაში, რომელმაც ათიოდ მეტრი ირბინა და მერე ბურთი იქვე მიმყოლ გიორგი შკინინს შემოუბრუნა. მისი შეჩერება პორტუგალიელებმა ვეღარ შეძლეს. კვირკაშვილმა გარადასახა. მანვე 53-ე წუთზე საჯარიმოც გაიტანა - 20:0.
"ბორჯღალოსნებს" ტემპი არ დაუგდიათ. მეტოქე საბოლოოდ გატეხეს, რასაც რვა წუთში კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. დერეფანში ბურთი ჩვენმა მორაგბეებმა მარჯვენა ფრთაზე, პორტუგალიელთა ლელოდან ხუთ მეტრში ააგდეს. შალვა სუთიაშვილს ის ხელიდან გაუვარდა, თუმცა მას იქვე დავით ქუბრიაშვილი დაეუფლა.
ამან შეტევაში გორგოძე ჩართო, რომელსაც უმალვე ორი პორტუგალიელი ჩამოეკიდა. მამუკამ დროულად შენიშნა უყურადღებოდ დარტოვებული პირველხაზელი რეზო ბელქანია, რომელმაც ბურთი ლელოში შეიტანა. "მეკომ" გარადასახვიდან ბურთი ძელს გაარტყა - 25:0.
ამის მერე მილტონ ჰეიგმა გუნდში ცვლილებების განხორციელება დაიწყო. სანამ ახალი მოთამაშეები მატჩის რიტმში ჩაჯდებოდნენ, პორტუგალიელებმა დრო იხელთეს და 73-ე წუთზე ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას ლელო გაიტანეს. თავი ვიქტორ კოლელიშვილის თანაგუნდელმა, მესამეხაზელმა ჟულიენ ბარდიმ გამოიჩინა. მგეზავმა იან რიკარდუმ გარდასახა - 7:25.
ოთხ წუთში "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი, მეოთხე ლელო მიითვალეს, რისთვისაც ერთი პრემიალური ქულაც დაიმსახურეს. უკანახაზელების მიერ მარჯვენა ფრთაზე წამოწყებული შეტევის მიმართულება ჩვენმა მორაგბეებმა სწრაფად შეცვალეს. ოცდაორმეტრიან ზონაში კარის პირდაპირ მგეზავი მერაბ კვირკაშვილი შეიჭრა. ის ორმა პორტუგალიელმა შეაჩერა.
"მეკომ" ბურთი უკან, შეცვლაზე შემოსულ მესამეხაზელს, დიმიტრი ბასილაიას გადააწოდა, რომელმაც მარცხნივ შეტევაში ასევე შეცვლაზე შესული შუამარბი ბექა წიკლაური ჩართო. ამან გრძელი პასით კიდესთან ახლოს გიორგი ჩხაიძე მოძებნა, რომელმაც 15 მეტრი გაირბინა და ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი დავით ქუბრიაშვილმა აიტაცა და ლელოში შეიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 32:7.
მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალზედ მნიშვენლოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდმა განსკუთრებით კარგად ითამაშა პირველ ტაიმსა და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში.
მწვრთნელთა შტაბი კმაყოფილი ვართ იმით, რომ გუნდმა დავალება შეასრულა. ახალმა სისტემამ გაამართლა. ვფიქრობ, ასე თამაში უნდა განვაგრძოთ მომავალ მატჩებშიც. ჯერ კიდევ საკმაოდ გრძელი გზის დასაწყისში ვართ და, მიმაჩნია, რომ გუნდმა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30-40 პროცენტი აჩვენა.
ჩვენ ასევე განვაგრძობთ ახალი მორაგბეების ძიებას. დაახლოებით 10 მოთამაშეა ისეთი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საქმეში ვერ ვნახეთ."
დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"მინდა ყველას მივულოცო საქართველოს ნაკრების გამარჯვება და მადლობა გადავიხადო მწვრთნელთა შტაბს კაპიტნობა რომ მანდეს. ეს ძალიან საპატიო და, ამასთან ერთად, საპასუხისმგებლო მოვალეობაცაა.
ადრე, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის დროსაც კაპიტანი ვიყავი. ეროვნულში პირველად მომიწია ამ რანგში თამაში და ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ.
ვიქნები თუ არა მომავალშიც გუნდის კაპიტანი, ამას ვერ გეტყვით. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება კაპიტანი. მთავარია, კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ".
საქართველო-პორტუგალია 32:7
საქართველო (15-9) შკინინი, თოდუა, კაჭარავა, შარიქაძე (წიკლაური 69), მაჩხანელი (ჩხიკვაძე 58), კვირიკაშვილი, ბეგაძე (სამხარაძე 64). (1-8) კაკოვინი (ნარიაშვილი 74), ბელქანია (მამუკაშვილი 64), ქუბრიაშვილი, დათუნაშვილი, ჩხაიძე, კოლელიშვილი (ბასილაია 72), სუთიაშვილი (ბერიშვილი 69), გორგოძე.
4ლ: შაეიქაძე, შკინინი, ბელქანია, ქუბრიაშვილი. 2ს,3გ: კვირიკაშვილი.
პორტუგალია (15-9) გარდნერი (მაგალიაეში 58), ეშტევეში, მურე, სილვიერა (ლომა 34), აგილარი, რიკარდუ, ლეალი. (1-8) სეგურადო (დე კოშტა 64), თაჯერი (მარკესი 72), მურე (მატეუში 72), დოს რეისი (დორეი 64), უვა, პენალვა (სოუზა 64), ბარდი, უვა.
ლ: ბარდი. გ: რიკარდუ
სინბინი: ეშტევეში.
მსაჯი: მარიუს მიტრეა (იტალია).
რუსეთი-რუმინეთი 0:25
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. ვლადიმერ ოსტროუშკო, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. დენის სიმპლიკევიჩი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ევგენი მატვეევი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ნიკიტა მედკოვი.
16. ალექსეი ვოლკოვი, 17. ანდრეი იგრესტოვი, 18. პავლე კვერნაძე, 19. ვლადიმირ ბოლტენკოვი, 20. ალექსანდრე შაკოროვი, 21. სერგეი ტრიშინი, 22. მიხაილ ბაბაევი.
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მადალინ ლემნარუ, 13. ჩაბა გალი, 12. კრისტიან დინისი, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. ანდრეი ურსაკე, 2. მარისუ ტინკუ, 3. მიჰაიტა ლაზარი, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი რადოი, 17. ფავიუს დობრე, 18. ალინ კოსტე, 19. ანდრეი გორჩიოაია, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. დორინ მანოლე.
4ლ: კარპო. აპოსტოლი. პეტრე, საჯარიმო. გ: ვლაიკუ. ა: კალაფეტეანუ.
უკრაინა-ესპანეთი 6:41
უკრაინა: 15. სერგეი მონასტირიოვი, 14. არტიომ კულიკი, 13. ოლეგ კოსარევი, 12. დენის მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ალექსანდრ პოლანსკი, 2. ნიკოლაი კირსანოვი, 3, ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ალექსანდრ ცაპენკი, 6. დიმიტრი ფედშინი, 7. რუსლან რადჩუკი, 8. იური პიდგანიაკი.
16. ვიტალი კრამარენკო, 17. ოლეგ შევჩენკო. 18. დენის მილოვი, 19. ანდრეი დრემოვი, 20. ნიკოლაი დელიერგიევი, 21. ტარას მარჩენკო, 22. მიროსლავ შულიაკი.
2ს: კოსარევი.
ესპანეთი: 15. მატიე პელუკონი, 14. სერხი ობენალი, 13. ხაიმე ნავა, 12. პიერ გარსია, 11. სებასტიან საკარატი, 10. სესარ სემპერე, 9. სებასტიან რუე. 1. ფრენკ ლები, 2. ჯონათან ფიპსი, 3. ჯო ჰატჩინსონი, 4. ტომ პარკერი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ლუჩანო ბეტერა, 7. მატიო როჩა, 8. მატიო ვისენსენგი.
16. ბენატ ოსქუი, 17. ხესუს მორენო, 18. იონ ინსაუსტი, 19. დავიდ ბარერა, 20. მაიკლ ლოპესი, 21. პიერ ბელუნსე, 22. რაიან ლერუ.
5ლ: სემპერე (3), ვისენსენგი, საჯარიმო. 5გ,2ს: პელუკონი
ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0
ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0
10 მარტი
IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"