"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში კვლავ მე-15 ადგილზე არიან

AutoSharing Option
IRB-ის მსოფლიოს რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი უცვლელად მე-15 პოზიციაზეა. გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ერთა თასის მესამე ტურის მატჩებმა რეიტინგიში რამდენიმე პოზიციათა ცვლა გამოიწვია.

სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნების" გამარჯვება (32:7) პორტუგალიის ნაკრებთან, ჩვენ გუნდს რეიტინგში წინსვლის საშუალება არ მისცა.

სამაგიეროდ ერთა თასის მესამე ტურში იყოჩაღა საქართველოს მთავარმა კონკურენტმა რუმინეთის ნაკრებმა, რომელმაც რუსეთის (25:0) ეროვნული გუნდის ძლევით მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, უელსის ნაკრებმა ერთა თასზე ინგლისი 19:12 დაამარცხა და მე-5 პოზიციაზე აღზევდა, ინგლისი კი ერთი საფეხურით დაწია.

IRB-ს მსოფლიოს
რეიტინგის პირველი ოცეული კი ასე გამოიყურება:

1 (1) ახალი ზელანდია 91.43
2 (2) ავსტრალია 87.99
3 (3) საფრანგეთი 85.06
4 (4) სამხრეთ აფრიკა 84.34
5 (6) უელსი 82.62
6 (5) ინგლისი 81.34
7 (7) არგენტინა 80.28
8 (8) ირლანდია 79.44
9 (9) ტონგა 76.63
10 (10) სამოა 75.81
11 (11) შოტლანდია 74.94
12 (12) იტალია 73.33
13 (13) კანადა 72.92
14 (14) იაპონია 70.45
15 (15) საქართველო 69.32
16 (16) ფიჯი 68.78
17 (18) რუმინეთი 65.79
18 (17) აშშ 65.63
19 (19) ესპანეთი 62.72
20 (21) ნამიბია 61.24
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული