"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის გაფართოებული, 27-კაციანი შემადგენლობა გააცხადა, რომელთაგან ბუქარესტში, სავარაუდოდ, 24 მორაგბე გაემგზავრება.
გამოძახებულთა შორის არ არის შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან სრულად ითამაშა და ლელოც გაიტანა. მის ნაცვლად ჰეიგმა დავით ხინჩაგიშვილს (ბრივი) უხმო. წლეულს პირველად ითამაშებს ეროვნულ გუნდში შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). გუნდს დაუბრუნდება ასევე კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება 5 მარტს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დაიწყება. მატჩის
საქართველოს ნაკრები:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).
#15: ბექა წიკლაური (გდინია), გიორგი შკინინი (არმია).
ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0
ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0
10 მარტი
IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"