მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გაზარდა

AutoSharing Option
10 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, სტუმრად ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.

"ბორჯღალოსნები" მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში 5 მარტიდან შეიკრიბებიან.

2 მარტს "ლელოში" გამოქვეყნდა ნაკრების გაფართოებული 27 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ორით გაზარდა. გუნდს დაემატნენ ახალბედები გელა შალამბერიძე და თორნიკე ლომოძე (ორივე-აია). საფრანგეთიდან გამოძახებულთა შორის კი ნაკრებში ჩამოსვლას ვერ ახეხრხებენ ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი).

ხინჩაგიშვილის ნაცვლად ჰეიგმა ისევ ტულონელ დავით ქუბრიაშვილს უხმო. წლეულს პირველად ითამაშებენ ეროვნულ გუნდში შერკინების კვაჭი ირაკლი
ნატრიაშვილი
(ბრივი) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით ვერ ახერხებს ჩამოსვლას შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი (მონპელიე). თუმცა მას, დათუნაშვილსა და ხინჩაგიშვილს მომდევნო თამაშზე რუსეთის ნაკრებთანა აუცილებლად გამოიძახებენ.

ტრავმების გამო რიმინეთთან და რუსეთთანაც დაგვაკლდებიან დავით ზირაქაშვილი (კლერმონ), ვახტანგ მაისურაძე (ლა სეინი) და ლაშა ხმალაძე (ლელო).

საქართველოს ნაკრები:
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია), თორნიკე ლომოძე (აია)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), გელა შალამბერიძე (აია).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).
#15: ბექა წიკლაური (გდინია), გიორგი შკინინი (არმია).

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0

10 მარტი
IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული