რუმინელთა კაპიტანი: ჩვენთვის საქართველოსთან თამაში ფინალია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 მარტს ბუქარესტში ჩავიდა, სადაც ერთა თასის გათამაშების მორიგ ტურში რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნებმა" დღის მეორე ნახევარში მსუბუქად ივარჯიშეს კიდეც, რის შემდეგაც მასპინძლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.

რუმინელთა გუნდის კაპიტანს, ფრანგული "პერპინიანის" შერკინების კვაჭს მარიუს ტინკუს მიაჩნია, რომ:
"საქართველოს ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია, თითქმის ფინალის ტოლფასია. ამასთან ერთად, გვინდა, ახალ ზელანდიაში განცდილი მარცხის გამო რევანში ავიღოთ."

ჰარი დუმიტრაში, რუმინეთის ნაკრების დროებითი მწვრთნელი:
"ეს თამაში ამ გაზაფხულზე ჩვენთვის მოვლენაა. საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეა. მასთან თამაში მუდამ გვიჭირს. ვფიქრობთ, უმძიმესი
მატჩი გვექნება."

საქართველოს ნაკრებიდან პრესკონფერენციას გუნდის ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და რუმინული "ფარულის" ყოფილი მორაგბე, ირაკლი ნატრიაშვილი ესწრებოდნენ, რომელიც ამჟამად ფრანგული "ბრივის" შემადგენლობაში ასპარეზობს.

"ამ მატჩს ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი, პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ბუქარესტში მოსაგებად ჩამოვედით და ყველაფერს ვიღონებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ" - თქვა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

ნატრიაშვილს კი მიაჩნია, რომ უშეღავათო ბრძოლაში გუნდებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე დასასწრები ბილეთები თამაშამდე ორი დღით ადრე მთლიანად გაყიდულია. რუმინეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყველა ქალბატონს, ვინც თამაშის საყურებლად მივა, თაიგულს მიართმევენ.

* * *

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ბუქარესტში შაბათს, თბილისის დროით 19 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები: 15. გიორგი შკინინი (არმია), 14. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 13. დავით კაჭარავა (ნიცა), 12. მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), 11. ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), 9. ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), 3. დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), 4. გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), 5. გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), 8. მამუკა გორგოძე (მონპელიე).
16. რეზო ბელქანია (ლა სეინი), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 18. დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), 19. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე (პერიგო). 23. ბექა ბიწაძე (არმია), 24. ბექა წიკლაური (გდინია).

რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი, (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფლავიუს დობრე, მიჰაიტა ადასკალიტეი, კოზმინ რატიუ (ყველა-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისატიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (სარასენზი), ბოგდან პეტრანუ (ფარული).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინსი, გეორგ კატუნა, იონუც ნიაკსუ (ოთხივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0

10 მარტი
IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული