"ბორჯღალოსნებმა" რუსეთთან საომრად მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. "ბორჯღალოსნების" მეტოქე ახლა რუსეთის ეროვნული გუნდია.

ჩვენი მორაგბეები 12 მარტს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბნენ.

რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში მოასპარეზე შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ფეხი დაიშავა და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს გიორგი შკინინი.

"სტეჟარისთან" წითელი ბარათი დაიმსახურა და ათდღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს.

ამასთან ერთად, რუმინელებთან მატჩში დაშავდა "ბორჯღალოსანთა" ლიდერი მამუკა გორგოძე, თუმცა ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა. მამუკა ორი დღე დაისვენებს და ვარჯიშს ისევ განაახლებს.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა
საფრანგეთიდან შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი) და მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) იხმო.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 27-კაციანი შემადგენლობა ემზადება.

მატჩი რუსეთის ეროვნულ გუნდთან 17 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).
#15: ბექა წიკლაური (გდინია).

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10
2.საქართველო 3 2 0 1 +24 10
3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10
4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9
5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6
6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 8 7 0 1 +157 32
2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26
3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20
4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20
5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20
6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი
V ტური
17 მარტი
საქართველო-რუსეთი
ესპანეთი-რუმინეთი
უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აღარაა მეტი,აღარაა!
tamazi
22:19 13-03-2012
0
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია უკვე?
gogeba
19:27 13-03-2012
0

სიახლეები პოპულარული