ალექსანდრ იანიუშკინი: თავდაჯერება გვჭირდება, რომ ქართველებს ვაჯობოთ

AutoSharing Option
რუსეთის სარაგბო ნაკრების უკანახაზელმა ალექსანდრ იანიუშკინმა აღნიშნა, რომ ევროპის ერთა თასის მატჩში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაზე იქნება დამოკიდებული.

"გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავად ჩვენზეა დამოკიდებული. ქართველებთან მრავალი წელია, ზედიზედ ვაგებთ და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. თავდაჯერებაა საჭირო და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგვივა.

თხუთმეტკაცა რაგბიში საქართველოსთვის არასდროს მომიგია - ეს არ გამომივიდა. აი, შვიდკაცა რაგბიში კი ქართველებს ვუგებთ. უბრალოდ, საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და გავიმარჯვოთ.

გუნდი კარგ მდგომარეობაშია, შესანიშნავი შეკრება ჩაატარა. ერთი წარუმატებელი მატჩი რუმინელებთან ვითამაშეთ, რომელიც ჭკუის
სასწავლებელი იყო.

კარგია, რომ საქართველოსთან მატჩამდე შეცდომის დაშვების საშუალება მოგვეცა, რადგან ახლა მათ გავითვალისწინებთ. კარგი გაკვეთილი მივიღეთ", - განაცხადა იანიუშკინმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო მატჩზეც ეგ ოცნება გექნება!
mirza
18:50 16-03-2012
0

სიახლეები პოპულარული