კინგსლი ჯოუნზი: რუსებს საქართველოს ნაკრების ძლევა შეუძლიათ

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა განაცხადა, რომ მის შეგირდებს საქართველოს ეროვნული გუნდის დამარცხება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრა 17 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"გამარჯვების გვჯერა და რწმენა არასდროს უნდა დავკარგოთ, - განაცხადა ჯოუნზმა მატჩის წინ. - წარმატებები საკუთარ ძალებში დარწმუნებისთვის აუცილებელია.

წელს ორი თამაში მოვიგეთ, ერთში კი დავმარცხდით. ალბათ ბევრმა ჩამოგვწერა, მაგრამ თუკი საქართველოს ნაკრებს დავამარცხებთ, წელს ევროპის ერთა თასის მოგებასაც შევძლებთ. ეს სწორედ ის მიზანია, რომელიც დავისახე.

იმისათვის,
რათა გავიზარდოთ, აუცილებელია ტოლი არაფერში დავუდოთ და ვძლიოთ კიდეც სწორედ ისეთ გუნდებს, როგორიც საქართველოს ნაკრებია.

კარგად ვიცი ქართველების ძალა და ყველა გაოცებული დარჩება, თუკი მათ დამარცხებას შევძლებთ. მჯერა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია".

რუსეთის ნაკრების მოთამაშეთა კომენტარები მატჩის წინ
ალექსანდრ იანიუშკინი: თავდაჯერება გვჭირდება, რომ ქართველებს ვაჯობოთ
იური კუშნარიოვი: საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექსი" არაა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახოთ ვინ ვის მოუგებს.მე ჩვენი ბიჭების მჯერა.თუ მუხის ფოთლები სახლში "დაფანტეს" დათვს მუხის ძირში დააბამენ!!!
boka
18:01 16-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული