თამაშის წინა დღეს, 16 მარტს, საქართველომაც და რუსეთმაც "მიხეილ მესხზე" ბოლო, ეგრეთ წოდებული კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ შეხვედრის წინა დღეს თხოვნით მიმართა გულშემატკივრებს, რომ მოწინააღმდეგის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.
გია ნიჟარაძე: "მინდა ყველა გულშემატკივარს მივმართო, რომ მთელი თავისი ენერგია მოახმაროს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას.
ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსი მორაგბეები ქართველი მორაგბეების მეგობრები
ყველა გულშემატკივარს სკამზე დახვდება თეთრი ან წითელი ფერის კვადრატის ფორმის ფურცელი, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ორჯერ აღვმართავთ - პირველად მაშინ, როდესაც მორაგბეები თამაშის დაწყებამდე გვირაბიდან გამოჩნდებიან, ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილი დასრულდება".