მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრებისთვის მთავარი შედეგია და არა - ემოცია

AutoSharing Option
17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მომავალ შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ამ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მამოძრავებელი სასურველი სპორტული შედეგის მიღწევა იქნება და არა - ემოცია. ვიცი, როგორია გულშემატკივრის მოლოდინი, მაგრამ არ მინდა, რომ ემოციებმა გაგვიტაცოს, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მატჩის შედეგსა და თამაშის ხარისხზე.

ჩვენთვის ეს შეხვედრა არის მხოლოდ და მხოლოდ რაგბის მატჩი და, შესაბამისად, ჩვენი მიზანი მთავარი ამოცანის შესრულება - მატჩის მოგება იქნება", - განაცხადა ახალზელანდიელმა
სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ეს კაცი
santa
00:19 17-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული