ირაკლი აბუსერიძე: არ გვინდა, ტრიბუნებიდან მეტოქის შეურაცხყოფა გვესმოდეს

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ევროპის ერთა თასის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ უპასუხა.

მისი განცხადებით, 17 მარტს გასამართი შეხვედრისთვის ყველა მორაგბე განსაკუთრებულად ემზადება და ყველა ბოლომდე იბრძოლებს, რათა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახაროს.

გუნდის კაპიტანმა გულშემატკივრებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

"ჩვენ არ გვინდა, ტრიბუნებიდან ჩვენი მეტოქის შეურაცხყოფა გვესმოდეს. მოედანზე შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, შეხლა-შემოხლაც კი, თუმცა ეს რაგბია, ამ სპორტს დაუწერელი კანონები აქვს. მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ დაპირისპირება მოედანს არ უნდა გასცდეს", - აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.

აღსანიშნავია,
რომ რუსეთის ნაკრები 2007 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა. 2008 წლის ომის შემდეგ გუნდების შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე იმართებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე ირაკლი,შენ ხარ ვაჟკაცი.
gurami
22:38 16-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული