რუსეთის ნაკრების ანგარიშით 46:0-ით ძლევის შემდეგ გაზეთ "ლელოს" მკითხველთა ვერსიით, 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მამუკა გორგოძე: "თამაშის წინ საკმაოდ დაძაბულები ვიყავით, რადგან საქართველოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა.
მგონი კარგად ვითამაშეთ. ვულოცავ გამარჯვებას მთელ საქართველოს. გულშემატკივრის მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა იყო, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო".
პირველი არხისთვის მიცემული კომენტარის შემდეგ გორგოძეს სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააწესა მატჩის საუკეთესო მორაგბისთვის. (იხილეთ