მწვრთნელის განცხადებით რუსეთთან მატჩის შედეგით კმაყოფილი და ნასიამოვნებია, თუმცა თამაშის ხარისხი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ იყო.
"ჩვენ გვქონდა შეცდომები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოჩნდა, როდესაც რამდენიმე რეალური მომენტი გავაფუჭეთ.
ჩვენი გუნდის პოტენციალი ამოწურული არ არის. შეცდომების გათვალისწინების შემთხვევაში, თამაშს მინიმუმ 30%
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრის შეფასებისას მთავარმა მწვრთნელმა ემოციურ გავლენაზეც ისაუბრა.
"ჩვენ არ გვინდოდა, რომ ემოცია მოედანზე გადაგვეტანა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული შეხვედრის პირველი ნახევარი იყო, თუმცა ჩვენმა მოთამაშეებმა ემოციების შეკავება და თამაშის სათავისოდ დალაგება მოახერხეს.
ეს, პირველ რიგში, გუნდის გამოცდილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის და გუნდის ლიდერების, გორგოძის, მაჩხანელის, კაჭარავას და სხვების დამსახურებაა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
"ინტერპრესნიუსი"